ლამინატი კედელზე
ლამინატი კედელზე
თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალების ზოგიერთი ნაირსახეობები , რომლებსაც ახასიათებს კარგი საექსპლუატაციო თვისებები , ხშირად გამოიყენება არაპირდაპირი დანიშნულებით . მათ იყენებენ განუმეორებელი და ორიგინალური დიზაინის ფორმირებისთვის . დღეს პოპულარობით სარგებლობს კედლების მოპირკეთება ლამინატით .
თავდაპირველად ეს მასალა შეიმუშავეს იატაკისთვის , მაგრამ ლამინატით მოპირკეთებული კედლები გამოიყურება ისე ეფექტურად , თანამედროვედ და ლამაზად , რომ მას უკვე აქტიურად იყენებენ არასტანდარტული ზედაპირების მოსაპირკეთებლათაც .
კედლის ლამინატით მოპირკეთების უპირატესობები
ლამინატი და მისი მრავალსახეობები წარმოადგენენ თანამედროვე მოსაპირკეთებელ მასალებს , რომელთა დამახასიათებელი თვისებები გვაძლევენ საშუალებას გამოვიყენოთ ისინი ყველა სახის სივრცეში , გარდა ინტერიერებში , სადაც ტენიანობის მაღალი მაჩვენებელია .
დიზაინერები ცდილობენ შექმნან ელეგანტური ინტერიერი და არ დაივიწყონ პრაქტიკულობა აი ამ მიზეზთა გამო სპეციალისტებმა აირჩიეს ლამინატი , რომელიც გვაძლევს საშუალებას უნიკალური სახე მივცეთ კედლების ზედაპირებს .
ეს მასალა სარგებლობს მზარდი მოთხოვნით . პოპულარობა განპიროვნებულია უამრავი უპირატესობებით .
1. პრაქტიკულობა და მოხმარების მიმართ მდგრადობა
ლამინატი მზადდება ექსპლუატაციისა და დიდი დატვირთვის მიმართ მოთხოვნილებების გათვალისწინებით . კედლების მოპირკეთებისას მასალის ექსპლუატაციის ვადა რამოდენიმეჯერ უფრო დიდია , ვიდრე იატაკის შემთხვევაში .
2. მისაღები ფასი და ბიუჯეტის ეკონომია
კედლების მოსაპირკეთებლათ შეიძლება იაფფასიანი ლამინატის გამოყენება , რადგანმის მიმართ განსხვავებული მოთხოვნილებებია , ვიდრე იმ მასალის მიმართ , რომლითაც კეთდება იატაკი .
3. ანტისტატიკური თვისებები .
მასალა არ იკრავს მტვერს და ნამცეცებს . ამიტომ მისი მოვლა ადვილია .
4. ადვილი მონტაჟი .
ლამინატი შეიძლება დიდი შრომის გარეშე და საკუთარი ხელით დავაგოთ ( მივაკრათ კედელზე )
5. დიდი ასორტიმენტი .
ფაქტურების ნაირსახეობა , ფერებისა და დიზაინერული გადაწყვეტილებები გვაძლევენ უნიკალურ საშუალებას ავირჩიოთ საკუთარი გემოვნებით კონკრეტული ვარიაცია .
6. ელემენტარული და ესთეტიური გარეგანი სახე .
‘
ჩამოთვლილმა იდეებმა დაბადეს კითხვა : როგორი ტიპის ლამინატი გამოიყენება კედლების მოსაპირკეთებლად ?
მასალა იყოფა სამ სახეობათ :
1 . მისაწებებელი სახეობა – გამოირჩევა იმით , რომ აქვს სწორი გვერდები და არ აქვს ჩამკეტები . მონტაჟი ხდება სპეციალური წებოს საშუალებით . დემონტაჟი ასეთი მასალის რთულია , განსაკუთრებით მაშინ , თუ გვსურს შევინარჩუნოთ პანელები დაუზიანებლად .
2. დაფისებური ლამინატი – ასეთ მასალას აქვს ჩამკეტები , რომლებიც აუცილებელია ცალკეული პანელების შესაერთებლათ . მონტაჟის დროს წებო არ გამოიყენება . ამ ტიპის მასალა გამოდგება როგორც კედლებისთვის , ასევე იატაკისთვის .
3. ” კლიკისებური ” მასალა – ისეთივე პრინციპით ეწყობა , როგორც დაფისებური , მაგრამ მას აქვს უფრო გაუმჯობესებული და პრაქტიკული ჩამკეტების კონსტრუქცია .
კედლების მოსაპირკეთებელი მასალის არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ლამინატის დამაგრების და დალაგების მეთოდს . მისაწებებელი ლამინატით მუშაობა გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ სივრცის ეკონომია და არ მოითხოვს ზედაპირის განსაკუთრებულ მომზადებას . დანარჩენი ორი ტიპს მასალის მონტაჟი ძალიან მოსახერხებელია , ასევე ისინი უფრო პრაქტიკულია და საიმედო .
სპეციალისტები გვირჩევენ ყურადღება მივაქციოთ თხელ პანელებს , რომლებსაც აქვთ სიმკვრივის დაბალი მაჩვენებელი . უკეთესია შევიძინოთ მასალა პატარა ზომებით , რადგან ის მონტაჟის დროს უნდა ხელით აწიოთ და რაღაც დროის განმავლობაში გეჭიროთ კიდეც .
მოპირკეთების ტექნიკა მთლიანად დამოკიდებულია შეძენილი ლამინატის სახეობაზე . დასაწებებელი ლამინატი გამოიყენება იმ ოთახებში , სადაც პატარა ფართობია . ჰორიზონტალური წყობის შემთხვევაში , მუშაობა მიმდინარეობს ზემოდან ქვემოთ . ვერტიკალური წყობის შემთხვევაში კი უნდა დავიწყოთ კუთხიდან და მიმართულებით – მარცხნიდან მარჯვნივ . თუ კედელში არის კარი, მაშინ რეკომენდირებულია კარი მოვხსნათ .
მისაწებებელი ლამინატის მონტაჟი
მისაწებებელი ლამინატის დამახასიათებელია , ის რომ მას არ აქვს სპეციალური ჩამკეტები . მისი მონტაჟი ხდება სწორ კელდებზე , წებოს გამოყენებით . წებოს ლამინატს უსვავენ უკანა მხარეს და კედელზე ზიგზაგისებურად . სპეციალისტები თვლიან , რომ კედლის გასწორების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია , თაბაშირ მუყაოს კარკასზე დამაგრება.
კედლის გასწორების შემდეგ იწყება , მასზე ლამინატის მიწებება . მისაწებებელი ტიპის ლამინატი შეიძლება გამოვიყენოთ ჰორიზონტალური , დიაგონალური და ვერტიკალური მოპირკეთებისთვის .
დაფისებური ლამინატი მიმაგრება
მასალის ეს სახეობა გამოირჩევა ჩამკეტის საიმედოობით , რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაერთოთ ერთმანეთთან პანელები . შიეძლება პატარა ლურსმნებით დავაჭედოთ ჩამკეტები , რათა გადაბმა იყოს მყარი და საიმედო .
ხის კარკასი რეკომენდირებულია გაკეთდეს ხის ფიცრებისგან ზომით 2,5 X 5 სმ . ისინი პარალელურად მაგრდება კედელზე , დაახლოვებით 24-26 სმ – ის დაშორებით . სამუშაოს ამ ეტაპზე აუცილებელია მოვამზადოთ :
- თარაზო
- პერფორატორი
- სახრახნისი
- თვითმჭრელი და ბლოკის ლურსმანი
- გელა
” კლიკისებური ” ტიპის მასალის დამაგრების სამი ეტაპი
- მონიშვნა ზედაპირზე
- ხის კარკასის შექმნა . ფიცრის ნაჭრებს ამაგრებენ კედლებზე თვითმჭრელის და ბლოკის ლურსმნების დახმარებით . აუცილებელია თარაზოს გამოყენება , იმიტომ რომ სულ პატარა გადახრამ შეიძლება ლამინატის დეფორმაცია გამოიწვიოს და კედელი გახადოს არაესთეტიური .
- პანელები ხის კაკასზე მიმაგრდება სპეციალური ნაერთით , შემდეგ ჩემკეტები ლურსმნებით დაჭედდება.’
გამოცდილი სპეციალისტები გვიმტკიცებენ , რომ ” კლიკისებური ” მასალის მიმაგრებისას შეიძლება მომოვიყენოთ სამშენებლო სტეპლერი , ასეთი ხელსაწყო კარგად ამაგრებს ლამინატს ხის კარკასზე , ამავდროულად ისინი პრაქტიკულად შეუმჩნეველნი არიან .
კედლის მოპირკეთება ლამინატით არის საინტერესო და ორიგინალური გადაწყვეტილება , რომელიც გვაძლევს უნივერსალურ საშუალებას შევქმნათ ეფექტური და შთამბეჭვი ინტერიერი . აუცილებელი გათვლებით და ტექნოლოგიის დაცვით შეიძლება საკუთარი ხელით გავამდიდროთ და გავალამაზოთ ოთახის კელდები .
სამუშაოების დაწყების წინ რეკომენდირებულია გაეცნოთ კედლების ფოტოს , რომელიც დამუშავებულია ლამინატით . ეს დაგეხმარებათ ორიენტირებაში და ოპტიმალური მიმართულების არჩევაში .
პრაკტიკული და უნივერსალური მასალა უფლებას მოგვცემს ფრთები შევასხათ დიზაინერების ყველაზე თამამ და უჩვეულო ჩანაფიქრებს . ლამინატი შეიძლება გამოვიყენოთ შემოსასვლელში , სამზარეულოს , საძინებელსა და კაბინეტის მოსაპირკეთებლათ .