მოდერნი VS კონტემპორარი
ხშირად , ადამიანებს მოდერნი და კონტემპორარი ერთი და იგივე ჰგონიათ , თუმცა ეს ასე არ არის , ორივეს სხვადასხვა საწყისები და დამახასიათებელი ნიშნები აქვთ .
მოდერნის ჩამოყალიბება 1800 წელს დაიწყო გერმანიის დიზაინის სკოლით და 1920 – იან წლებში გახდა პოპულარული , და იგი ხელოვნების მოძრაობას – მოდერნიზმს უკავშირდება . ეს სტილი გაცილებით უფრო მარტივი და მინიმალისტურია მის წინამორბედებთან – გოთიკასთან და ვიქტორიანულ სტილთან შედარებით .
მოდერნი გამოირჩევა სწორი ხაზებით , ნატურალური და ნეიტრალური ფერებით, თუმცა მუქი და მყვირალა ფერებიც გამოიყენებოდა აქცენტების სახით ბალიშებზე , სანათებზე და სხვადასხვა დეკორატიულ ნივთებზე . სწორედ ამ სტილში შემოვიდა პირველად ლამინატი . მოდერნში ხვდებით მეტალის ელემენტებს, ხეს თავისი უბრალო და პირველყოფილი შესახედაობით . ამ სტილის მთავარი იდეა სიმარტივეა , და დღემდე პოპულაარულია .
კონტემპორარი არის სტილი , რომელიც იქმნება ახლა და ის მუდმივად ცვალებადია . 5 წლის წინანდელი კონტემპორარი და დღევანდელი – შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან , რადგან დროთა განმავლობაში იცვლება სტანდარტები . დიზაინის ეს სტილი წარმოაჩენს იმას , რაც ხალხს უნდა და მოსწონს იმ კონკრეტულ მომენტში .
დაიმახსოვრეთ , რომ მოდერნი ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება ძველად , ან ვინტაჟად ითვლებოდეს , მაგრამ კონტემპორარი ყოველთვის თანამედროვეა და პასუხობს დღევანდელობას .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ