იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

სამზარეულოს სამუშაო სივრცე

სამზარეულოს სამუშაო სივრცე

როცა სამზარეულოს სამუშაო სივრცე პატარაა

პატარა სამზარეულოს მფლობელებს უწევთ არასტანდარტულად ფიქრი და სივრცის სწორად და ეფექტურად გამოყენებაზე ზრუნვა . როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში , თუ პატარა სივრცის გამო, სამუშაო ზედაპირი თითქმის არ გრჩებათ ? ამ კითვას სტატიაში ვუპასუხებთ .


ხშირად ხდება , რომ  სამზარეულოს ზედაპირი ნიჟარასა და გაზს აქვს დაკავებული , ზომის სიმცირიდან გამომდინარე კი ადამიანისთვის სამუშაო ზედაპირი აღარ რჩება . რა სივრცეა საჭირო , რომ კომფორტულად იმოძრაოთ სამკუთხედში ? (მაცივარი – ნიჟარა – გაზის ზედაპირი ) ამ კითხვაზე დიზაინერებს არაერთგვაროვანი პასუხები აქვთ , ნიჟარასა და გაზს შორის სივრცე 60 – 100 სმ უნდა იყოს . თუ ეს ორი ნაწილი ერთმანეთისგან არაა გამოყოფილი , მაშინ მუშაობის პროცესი არაკომფორტულია და შეუძლებელია ერთდროულად გაზისა და ნიჟარის გამოყენება .
თუ თქვენ მაინც დადგებით ასეთი ფაქტის წინაშე , რამდენიმე რჩევას გაეცანით:


1. მაქსიმალურად ეცადეთ , რომ მზადების პროცესში პატარა სივრცეს მოაშოროთ სხვადასხვა სამზარეულოს ტექნიკა და ზედაპირზე შეიქმნათ ცარიელი ადგილი .

სამზარეულოს სამუშაო სივრცე

2. ალბათ გიფიქრიათ , რატომ აქვს ძველ გაზქურებს უცნაური სახურავი – ეს სწორედ ასეთი შემთხვევისთვის იყო განკუთვნილი , სახურავის გადმოფარების შემთხვევაში გაზქურა სამუშაო ზედაპირად იქცევა . თანამედროვე ტექნიკისთვის შეგიძლიათ სპეციალური საფარები გამოიყენოთ , რომელთა ზედაპირზე განთავსების შემდეგ თქვენ გექნებათ საჭირო ადგილი მზადებისთვის .

სამზარეულოს სამუშაო სივრცე

3. უჯრაში ჩამალული დამატებითი ზედაპირი – სამზარეულოს ავეჯის დამზადებისას , შეგიძლიათ წინასწარ იფიქროთ სივრცეზე და უჯრა-ზედაპირით მოაგვაროთ პრობლემა . სამზარეულოს ფასადზე ვიზუალურ გავლენას ეს არ მოახდენს და თქვენ უბრალოდ გექნებათ დამატებითი სივრცე საჭიროების შემთხვევაში .

სამზარეულოს სამუშაო სივრცე
სამზარეულოს სამუშაო სივრცე

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ