დიზაინი

Douglas House Office

 Douglas House Office

სტოკჰოლმში  მდებარე Note Design Studio – მ Douglas House ოფისისთვის გამოიყენა ნეიტრალური ფერები და კონტრასტული ნათელი ტონები ინტერიერის აღსადგენად .

 Note Design Studio – მ შექმნა Douglas House – ის ინტერიერის დიზაინი , რომლის ექვს სართულზეც 700 მაგიდაა განლაგებული , მათი დიზაინით  კომპანიისთვის შეიქმნა ასევე Summit House .

 შვედური სტუდია მიზნად ისახავდა 1923 -იანი წლების 14,235 კვადრატული მეტრი ფართობია ოფისის ,, ბადის გარღვევას ‘’ , რომელსაც აქვს ვერტიკალური განლაგება და წითელი აგურის ფასადი .  ‘’ როგორც შენობა , Douglas House – ი თავისი არქიტექტურით ძალიან რაციონალურია ‘’ – განაცხადა დიზაინერმა ჯესპერ მელგრენმა . მიუხედავად იმისა , რომ იგი ჰორიზონტალურად საკმაოდ შორს არის გადაჭიმული , მისი სტრუქტურითა და სივრცითი პროგრამით იგი ვერტიკალური იყო .

 ‘’ ადრევე მივხვდით , რომ გვინდოდა ‘’ შენობის ბადე ‘’ დაგვერღვია და ინტერიერი ნაკლებად პროგნოზირებადი ყოფილიყო , ვიდრე მოსალოდნელია ფასადის იერსახისგან ‘’ .

 ‘’ ეს ასევე ეხებოდა უფრო აბსტრაქტულ იდეას ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შესაბამისობის დარღვევის შესახებ , ისეთი ადგილის დიზაინის შესაქმნელად , რომელიც რეალურად შეგაძრწუნებდათ სამუშაო დღის დაწყებისას ‘’ .

 მიუხედავად იმისა , რომ ბევრი საოფისე ფართი გამიზნულია პროდუქტიულობის გასაზრდელად , Note Design Studio – მ განაცხადა , რომ Douglas House – ისთვის ყურადღება გამახვილებული იყო სწორი განწყობის შექმნაზე .

 სივრცის შესაქმნელად , რომელიც სტუდიის სიტყვებით , ოფისის დიზაინს მოუტანდა ნაზ სტილს , იგი მთელ სივრცეში იყენებდა კონტრასტულ ფერებსა და მასალებს . პალიტრა მოიცავს ღრმა ოხრადან ნათელ ღია ცისფერ ტონებს  , ცარცის მშვიდი ტონებსა და მუქ წითელს .

 სტუდიის მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი ორიგინალური დეტალის შენარჩნება , მაგრამ ცუდ მდგომარეობაში მყოფი მრავალი მასალის ჩანაცვლება მოუწია . ორიგინალური ხის იატაკი განაახლეს და ისევ დააბრუნეს .

  ,, ჩვენ ვითანამშრომლეთ იმისთვის , რომ შენობას უფრო განსაზღვრული ხასიათი მივცეთ , ვიყენებთ მასალებს , რომლებიც დიდხანს იცოცხლებს შენობასთან ერთად ‘’ .

Douglas House Office

 სამი ძირითადი საზოგადოებრივი ადგილის დასაკავშირებლად , პირველ სართულზე დაემატა მრუდი კედელი , რომელიც დამზადებული მინის ბლოკებისგან . იგი გადაჭიმულია მთელ შენობაში და სივრცულ სიმდიდრეს აძლევს გასეირებას მიწისქვეშა სართულის სხვადასხვა ფუნქციებს შორის . მრუდი ქმნის უნიკალურ ნაკვალევს შეხვედრების ოთახებისთვის და სამი კომუნალური სივრცისთვის , რომლებიც სწორი კედლით მეტ-ნაკლებად იდენტური იქნებოდა .

  პროექტისთვის გამოყენებული სხვა მასალები შეირჩა მათი გამძლეობიდან გამომდინარე , რადგან საოფისე შენობები განიცდის ფართო ცვეთას და მათ მრავალჯერად გამოყენებას . მათში შედის ფოლადის , მინის და კერამიკული ფილები , ასევე 100 % – იანი გადამუშავებადი Tarkett IQ – ის პლასტმასის კედლისა და იატაკის მოსაპირკეთებელი ზედაპირები .

Douglas House Office

 Design Studio – მ ასევე ინტერიერს დაამატა მრავალი დიზაინის ავეჯი , მათ შორის მისაღები მაგიდა Ettore Sottsaass , ულამაზესი ლურჯი და ნაცრისფერი ფერით და ასევე ბრენდების ნამუშევრები Artex და Muller van Severen ნათელი ტონებით .

 მხატვრებისა და დიზაინერების ახალი შეკვეთები , მათ შორის Jenny Nordberg , Jochen Holz , Wang & Soderstrom , Phillip Schenk – Mischke , James Shaw , Mijo Studio და Studio Furthermore , ასევე ავსებენ შენობას .

Douglas House Office
Douglas House Office
Douglas House Office
Douglas House Office
Douglas House Office

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ