ფენ შუი
ფენ შუი
ფენ შუის ინტერიერში გამოყენების 7 მარტივი გზა
ფენ შუი – ანტიკური ჩინური ფილოსოფიური სისტემაა და გვასწავლის ბუნებრივი ენერგიების ბალანსს და მათ გამოყენებას მეცნიერული კალკულაციების დახმარებით . ფენ შუის მიზანია მიიზიდოს დადებითი ენერგია – ჩი თქვენს სახლებში , ასე თქვენი ცხოვრება უფრო ბალანსირებული და ენერგიული გახდება . იმის გამო , რომ გამოთვლები ინდივიდუალურია და თქვენს სივრცეზეა დამოკიდებული , სტატიაში მარტივ და საბაზისო წესებს შემოგთავაზებთ იმისათვის , რომ თქვენი სახლი უფრო მშვიდი და სასიამოვნო გახდეს ფენ შუის დახმარებით .
გადაამოწმეთ თქვენი დომინანტი პოზიციები
ფენ შუიში , ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი პოზიციებს ემყარება . მაგალითად , ეს არის თქვენს სახლში ავეჯის მნიშნელოვანი ნაწილების განლაგება : საწოლი ( ის წარმოგაჩენთ თქვენ) , სამუშაო მაგიდა ( ეს წარმოაჩენს თქვენს კარიერას ) , ღუმელი ( ეს წარმოაჩენს თქვენს სიმდიდრეს ) . თქვენ შეიძლება არ შეგეძლოთ ღუმელის გადაადგილება , მაგრამ შეძლებთ ადგილი შეუცვალოთ საწოლსა და სამუშაო მაგიდას . საწოლისა და მაგიდის პოზიციის შერჩევისას , მთავარია , ხედავდეთ კარს . ამ ორი ზონის გამოყენებისას თქვენ არ უნდა გჭირდებოდეთ ზურგით მოტრიალება . კარი აუცილებლად უნდა იყოს თვალთახედვის არეში . ამ განლაგების მთელი იდეა ის არის , რომ თქვენ მარტივად მიიღოთ კარიდან შემოსული პოზიტიური ენერგიები .
ვერტიკალური ფორმები
დიზაინერები გირჩევენ , რომ ვერტიკალური ფორმები და ხაზები შეიტანოთ თქვენს სივრცეში , რაც ზრდის და განვითარების სიმბოლოა . ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ იატაკიდან ჭერამდე თაროები , მაღალი მცენარეები , გრძელი ფორმის სანათები . ჭერიდან დაშვებული ფარდები და ნებისმიერი დიზაინერული ხრიკი , რაც ასევე ჭერის სიმაღლის ვიზუალურად გაზრდაშიც დაგეხმარებათ .
შეინარჩუნეთ სუფთა ფორმები და ხაზები
არეულობა ინტერიერში ნამდვილად არ დაგეხმარებათ მენტალურ სიმშვიდეში . დატოვეთ თქვენი ინტერიერის დიზაინის სქემა მარტო და არ დატვირთოთ სხვადასხვა დამატებებით . ფენ შუის მიხედვით , ძალიან ბევრი ნივთი ინტერიერში იმ ადგილს იკავებს , რაც დადებით ენერგიებს სჭირდებათ . გირჩევთ , ყოველდღე დაალაგოთ თქვენი სამუშაო ადგილი . ეს მხოლოდ სიმშვიდეს კი არ მოგგვრით , არამედ შექმნის წესრიგს თქვენს სახლში . ასევე , თქვენ მიიღებთ ყოველდღიურ მოწესრიგებულ სტარტს , რაც თქვენს პროდუქტიულობას გაზრდის .
გაათავისუფლეთ შესასვლელი ზედმეტი ნივთებისგან
სახლის ჰოლი პირველია , რასაც თქვენ და თქვენი სტუმრები ხედავთ , სწორედ ამიტომ , მნიშვნელოვანია , ამ სივრცის დადებითი ენერგიით ავსება . ფენ შუიში , თქვენი შესასვლელი წარმოაჩენს იმ ენერგიას , რომელიც პირველი შედის თქვენს სახლსა და ცხოვრებაში . თავიდან მოიშორეთ ზედმეტი ნივთები და დატოვეთ მხოლოდ აუცილებელი . დეკორაციების სახით შეგიძლიათ მცენარეების და ნახატების გამოყენება . ფენ შუიში ძალიან მნიშვნელოვანია , რომ თითოეულ ნივთს თავისი ადგილი ჰქონდეს . ამიტომ ეცადეთ , რომ თქვენს ქოლგებს , ქურთუკებსა და ფეხსაცმელებს ადგილი გამოუნახოთ კარადაში .
მოიშორეთ წინაღობები
დაფიქრდით თქვენს სახლზე და უპასუხეთ კითხვას : შეძლებთ სხვადასხვა წინაღობის გარეშე გაიაროთ სახლის ერთი ბოლოდან მეორემდე ? თუ თქვენ ამის გაკეთებისას სხვადასხვა დაბრკოლებებს აღმოაჩენთ , ფენ შუი გირჩევთ , რომ ავეჯი გადააადგილოთ . ფენ შუიში მნიშვნელოვანია , რომ თქვენ არ გჭირდებოდეთ დიდი ძალისხმევა მარტივი მოქმედებებისას .
მცენარეები
მცენარეები ცხოვრებაში ენერგიას , სისუფთავეს და სიახლეს ქმნიან . ინტერიერში , დახურულ სივრცეში , სადაც ბუნებას გარკვეულწილად მოწყვეტილი ვართ , ძალიან მნიშვნელოვანია , სიმწვანის შემოტანა და დიზაინის გახალისება , განსაკუთრებით ბოლო პერიოდში , როცა იზოლაცია ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა .
ლითონი
ჩინური კალენდრის მიხედვით , ვირთხის წელია , ელემენტი კი – ლითონი . მეტალის ელემენტები აუცილებლად მოუხდება თქვენს სუფთა და მინიმალისტურ ინტერიერს . შეგიძლიათ გამოიყენოთ ლითონის სკულპტურები , თასები , ქანდაკებები და სხვა დეკორატიული ნივთები .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ