ინტერიერის ორიენტირი
თბილისში, ახლახანს ჰოლანდიური კომპანიის KEUNE -ს სილამაზის სტუდიის გახსნა-პრეზენტაცია შედგა. ინტერიერის ავტორები, არქიტექტორები– არჩილ ქურდიანი და დავით სლოვინსკი არიან. საზოგადოებრივი სივრცის ინდივიდუალურობას მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები
განსაზღვრავს. აქ, მოულოდნელ დიზაინერულ შტრიხებს, სიმსუბუქე შეაქვთ და მოსახერხებელ გეგმარებას ქმნიან, რაც თავისუფალი, ღია სივრცის მაღალ ხარისხს წარმოაჩენს. პროფესიონალიზმზე დაყრდნობით, ავტორთა მიერ ექსკლუზიურად შექმნილი ავეჯის, ფურნიტურის, აქსესუარების ფორმა-მოცულობების ორიგინალური მონაცვლეობა თანამედროვე, კომფორტული გარემოს განმსაზღვრელია. ინტერიერის სტილისტური გადაწყვეტისას,
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ტონალობათა მონაცვლეობაა. მისი გრადაცია სიმყუდროვეს განაპირობებს, ნებისმიერ საგანს ოპტიმალურ ფონს აძლევს და მის მოხაზულობას აკონკრეტებს. სივრცის ხასიათი განათების საშუალებითაც ფორმირდება. დეკორში მოსაპირკეთებლად
გამოყენებულია ნახევრად გამჭვირვალე თეთრი ჩორიან-ი, რომელიც შიგნიდან ნათდება ლედ სისტემის დიოდური სანათებით და ღამით ბუნებრივი სიბნელის და ხელოვნური განათების შერწყმით საინტერესო მოცულობები იქმნება, შესაბამისად კომპოზიციური ნიუანსები წინა პლანზეა წამოწეული.
ყურადღებას იპყრობს ჭერის განათების დიზაინი. იგი KEUNE-ს ლოგოს ფორმას იმეორებს. დეკორის ორიგინალურობა მასზე მხედველობის
კონცენტრირებას ახდენს. ხელოვნური განათების სხვადასხვა ინტენსივობა კი ხაზს უსვამს ფორმისა და ფერის სიღრმეს. როგორც, კომპანიის, კეჲნე-ს მფლობელმა და პრეზიდენტმა, გეორგ კეუნემ აღნიშნა, კომპანიის ლოგო პირველად, საქართველოში იქნა გამოყენებული დიზაინში ამგვარი დატვირთვით.
სილამაზის სტუდიის ინტერიერის შემადგენელი ყოველი მონაკვეთი, თუ ნიუანსი ინდივიდუალური და თავისთავად ეფექტურია.
სხვადასხვა რაკურსში განხილვისას, მათი ლავირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და საგანთა უტილიტარულ დანიშნულებებს აღემატება.