ინტერიერი

რესტორანი SONG QI მონაკოში

რესტორანი SONG QI მონაკოში

ბიურო Humbert & Poyet , ახალგაზრდა და ამბიციურმა დიზაინერებმა კრისტოფ პუაიმ და ემილ გუმბერტმა გააფორმეს რესტორნის – SONG QI -ს ინტერიერი ,  რომელიც გახსნა მიშლენის შეფმა ალან იაუმ და რესტორან მცოდნემ რიკარდო ჟიროდიმ მონაკოში .

interieris dizaini

რესტორანი მდებარეობს ყველაზე მდიდარ უბანში – პრინცესა გრეის ავენიუზე . იაპონური რესტორნის ინტერიერი , დიზაინერებმა გააფორმეს შანხაის ძვირფასი ” ოქროს ხანის ” სტილში  .

restorani iaponur stilshi

ყოფილი იტალიური რესტორანი Lorenzo რომლის საერთო ფართი 100 კვადრატულამდე იყო , დიზაინერებმა ნახევარ წელიწადში საუკეთესო რესტორნად გადააკეთეს . ალანა იაუ – ს კერძებისთვის , რომელმაც , თავის დროზე მოახდინა გასტრონომიული რევოლუცია და საფუძველი ჩაუყარა ახალ აზიურ სამზარეულოს  .  Humbert & Poyet – ის დიზაინერებმა შექმნეს ინტერიერი  – იაპონური მუსიკალური ზარდახშის ნიმუშის მიხედვით .

iaponuri-restorani-monakoshi (3)

მთავარი ფერი ამ ძვირფას შენობაში რათქმაუნდა ოქროსფერია . აგრეთვე შავი , თეთრი და მკვეთრი მწვანე . ეს ფერები აზიურ კულტურაში , ღვთისნიერებასთან და ცხოვრების ძალასთან ასოცირდება . დარბაზი , რომლებიც არც თუ ისე დიდია , გათვლილია 75 სტუმარზე .

დარბაზში  კრისტოფ პუაიმ და ემილ გუმბერტმა განათავსეს ოქრის გალია – შირმის სახით , რომელმაც დარბაზი ზონებად დაყო .  აქედანვე დარბაზში შემოდის შავ თეთრი ვარკვლავის სხივები , გეომეტრიული მოზაიკა იატაკზე , რომელიც სიმბოლირებს ტრადიციულ ვარსკვლავს , შანხაის  ხელოვნებაში ” ორიგამი ”

restorani iaponur stilshi

დიზაინერებმა ინტერიერში შავ თეთრის და ოქროსფერის  გარდა შეიტანეს კიდევ ერთი ფერი – მკვეთრი  მწვანე . სკამები ტრადიციულ იაპონურ სტილშია , მათი ზედაპირი კი მწვანე ვილვეტით არის გაფორმებული . ზოგადათ მწვანე ფერი აზიური სტილისთვის მიუღებელია .

restorani iaponur stilshi

მანათობლები რესტორნისათვის დიზაინერებმა თავად მოიფიქრეს , დარბაზში დაკიდეს მოოქროვილი ჭაღები და ბრები , რომელზეც მეორდება ბარისა და კედლის პანელის გეომეტრიული ორნამენტი . პანორამული ფანჯრების მიღმა მცირე ზომის ტერასაა , გათვლილი 25 პერსონაზე , რომელიც ისე გათვალეს და განალაგეს რომ სტუმარი ტრაპეზის მიღების დროს პარალელურად დატკბება ლამაზი პიზაჟით .

restorani iaponur stilshi

Leave a Reply