რემონტი

როგორ დავამონტაჟოთ მდფ – ის კარები

როგორ დავამონტაჟოთ მდფ – ის კარები

დღესდღეობით ოთახშორისი კარებები ითვლება მნიშვნელოვან ელემენტად თანამედროვე ინტერიერში , რადგანაც მათ შეუძლიათ შეასრულონ არა მარტო პრაკტიკული ფუნქცია , არამედ ესთეტიურიც , მისცეს ოთახს მდიდრული და დამთავრებული შეხედულება .

კარები ყოველთვის არის მზერის არეალში , ამიტომ მათ აწყობის და მონტაჟის ხარისხს განსაკუთრებული  ყურადღება უნდა მივაქციოთ .  გამოუცდელობის შემთხვევაში დასაშვებია ამის თავად გაკეთება , თუმცა  საჭიროა აწონ დაწონვა და ეტაპობრივი ტექნოლოგიური რჩევების გათვალისწინება .

rogor davamontajot mdf is kari

კარების შერჩევისას გარდა მისი ესთეტიური შეხედულებისა უნდა ყურადღება მიექცეს , ზომასა და ტექნიკურ მახასიათებლებს.  ამიტომ ოთახში უნდა გაიზომოს ღიობის სიგანე და სიმაღლე , დახრილობის და უზუსტობის შემთხვევების გათვალისწინებით. მხოლოდ სწორი ანაზომის აღების შემდეგ უნდა შეირჩეს კარები. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე ნიუანსი : პირველ რიგში , კარის მონტაჟი უნდა განხორციელდეს ისეთ ნაირად , რომ კარის ჩარჩოსა და ღიობს შორის რჩებოდეს 10 -15 მმ -იანი ნაპრალი, მთელს პერიმეტრზე ( გარდა იატაკისა)  . კარების გაჭედვის თავიდან ასაცილებლათ  (ტენიანობის ცვლილების დროს) აუცილებელია გავაკეთოთ ნაპრალი, კარის ჩარჩოსა და თვითონ კარს შორის –  3 – 5 მმ .   კარების შერჩევისას , უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მოსალოდნელი მოსაპირკეთებელი სამუშაოები იატაკზე .  და ყველაზე მთავარი კარის ყიდვისას , გირჩევთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ აწყობის ხარისხს, შეამოწმოთ ზედაპირი დაზიანებებზე,

მონტაჟი

იმისათვის რომ თქვენით დამონტაჟებული კარი იყოს სწორი,  სამუშაოები უნდა დაყოთ მიმდევრობით ეტაპებად:

  1. ძველი კარის დემონტაჟი (არსებობის შემთხვევაში)
  2. კარის ჩარჩოს აწყობა
  3. მოძრაობის მექანიზმების დაყენება
  4. კარის ჩარჩოს ღიობში მონტაჟი
  5. მოძრავი კარის ჩამოკიდება
  6. ალათების ფიქსაცია
  7. კონსტრუქციის ტესტირება

იმისთვის რომ , მთლიანად შევაფასოთ სამუშაოს სიდიდე , განვიხილოთ დეტალურად თითოეული ეტაპი

ძველი კარების დემონტაჟი

თუ კარის მონტაჟი ხდება ძველ სახლში , პროცესი უნდა დავიწყოთ ძველი კარის დემონტაჟით. ამისთვის პირველ რიგში მოძრაობის მექანიზმებიდან უნდა ჩამოვხსნათ მოძრავი კარი , ხოლო შემდეგ დემონტაჟი უნდა გავუკეთოთ უშუალოთ კარის ჩარჩოს. ეს ყველაფერი როგორც წესი კარის ჩარჩოს გახედხვით იწყება, თითოეულ მხარეს. აგრეთვე დაგჭირდებათ ხელსაწყო ” ლომი” . იმის შემდეგ რაც მთლიანი კონსტრუქცია მოხსინია ,უნდა გასუფთავდეს ღიობი სამშენებლო დაბინძურებისგან.  თუ ბინაში აკეთებთ რემონტს, კარის მონტაჟი უნდა დაიცყოთ ყველანაირი სამალიარო და მოსაპირკეთებელ ისამუშაოების დასრულების შემდეგ.

rogor davamontajot mdf is kari

კარის ჩარჩოს აწყობა

კარის ჩარჩოს აწყობა უნდა მოხდეს ღიობის მიხედვით, რის შემდეგაც იგი გახდება მოძრავი კარისთვის საბაზისო ელემენტი.

აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ კარის ჩარჩო წარმოადგენს კარკასს. კარის ტიპიდან გამომდინარე ჩარჩო ხან მართკუთხედია,  ხან “პ” სებური.  პირველი ვარიანტის ჩარჩოები ხშირად გვხვდება სანკვანძებში, ყველა დანარღენში კი მეორე ვარიანტი.

ჩარჩოს აწყობის ტექნოლოგია შედგება რამოდენიმე ეტაპისგან . თავდაპირველად კარის მოძრავი ნაწილი თავსდება სწორ ზედაპირზე, შემდეგ მის მიხედვითხდება დანარჩენი კომპონენტების აწყობა და მორგება . ხშირად იყენებენ ალათების ზომაზე მოსაყვანათ – ელექტრო ხერხს.

ვერტიკალური და ჰორიზონტალური ელემენტების შეერთება როგორც წესი თვითმჭრელების მეშვეობით ხდება , სიგრძით არანაკლებ 60 მმ -სა.

უნდა გავითვალისწინოთ ასევე შემდეგი რეკომენდაციები :

  •        უნდა გაითვალოს ნაპრალის ზომა მოძრავ კარსა და ჩარჩოს შორის , რომელიც თითოეული მხრიდან უნდა იყოს 3 – 5 მმ
  •       იატაკსა და კარის მოძრავ ნაწილს შორის დაშორება უნდა იყოს  10 მმ (“პ” სებრი ჩარჩოს დროს”)

მოძრაობის მექანიზმის დაყენება

ყველაზე მნიშვნელობანი კარის მონტაჟის დროს არის მოძრაობის მექანიზმების სწორად დაყებება, რადგან სწორედ ამ ელემენტზეა დამოკიდებული რამდენად კარგად გაიღება და დაიხურება კარი.

rogor davamontajot mdf is kari

კარები ხანგძლივ ექსოკუატაციაზეა გათვლილი, ამიტომ მოძრაობის მექანიზმის შეძენისას აუცილებელი თანხა არ დავიშუროთ და მაღალი ხარისხის მაჩვენებლიანი მექანიზმები ვიყიდოთ.  ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ ფაქტორებს.

  •    მექანიზმის ცოტათი პატარა მოძრავი კარის სისქეზე.
  •    მექანიზმები მოძრაობდნენ იდეალურად ,  გაჭედვის გარეშე.
  •  მექანიმი უნდა შეირჩეს ჯარუს გაღების მიმართულების მიხედვით

მექანიზმის მდებარეობის მოსანიშნათ შეგვიძლა გამოვიყენოთ ფანქარი. მოვნიშნოთ მდებარეობის ადგილი ჩარჩოსა და კარის მოძრავ ნაჭერზე. შემდეგ უნდა ამოვჭრათ შესაბამისი ინსტრუმენტით მექანიზმის სიღმის ადგილი ჩარჩოზე.

მექანიზმების მორგების შემდეგ იგი უნდა დავაფიქსიროთ შურუპებით,  მინიმალური სიგრძით 35 მმ .

rogor davamontajot mdf is kari

კარის ჩარჩოს მონტაჟი ღიობში 

შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენს კარის ჩარჩოს მონტაჟი ღიობში , რისთვისაც ჯერ უნდა ჩადგეს ჩარჩო ღიობში , მოხდეს ვერტიკალური სისწორის თარაზოთი შემოწმება, ხოლო შემდეგ მისი ფიქსაცია.რაც ხდება ანკერის ბოლტებით და თვითმჭრელი დუბელებით. სრულიად საკმარისია დაფიქსირება მოხდეს 6 წერტილში . დრესლის საშუალებით ჩარჩოში ხდება ნახვრეტების გაკეთება ხოლო შემდეგ ამ ნახმრეტების გამოყენებით ხდება ფიქსაცია.

ალათების მონტაჟი 

ალათები არის დეკორატიული პლანკები, რომელიც ყენდება კარის ჩარჩოზე საბოლოო დასრულებული შეხედულების მისაცემად. იგი კარის ჩარჩოზე მაგრდება სპეციალური ლუსმების მესვეობით რომელსაც არ აქვს ეგრეთწოდებული “ქუდი”.  ხოლო მათი გადაბმის ადგილები 45 გრადუსით იჭტება, რათა იდეალურათ მოხდეს მათი შეერთება.

rogor davamontajot mdf is kari

Leave a Reply