საცობის კედლის პანელები
საცობის კედლის პანელები
ბუნებრივი მასალა რომელშიც ფულის გადახდა ღირს . მრავალი სხვადასხვა კედლის პანელებს შორის – საცობისას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს .
პირველ რიგში იმიტომ რომ , მის შემადგენლობაში 100% ბუნებრივი მასალაა , მეორე იმიტომ რომ , საცობის მასალის მომზადებას მრავალი წელი სჭირდება , მესამე საცობის მასალა კედლის პანელს ანიჭებს იშვიათ ხარისხს და ფუნქციას : ანტისტატიურობა , ეკოლოგიურობა , ხმისიზოლაცია , ვიბროიზოლაცია , წყალმედეგობა , ცეცხლმედეგობა , ანტიალერგიულობა .
საცობის ზედაპირის ტიპები
საცობის თითოეული ფენა 9 წელიწადში მწიფდება , ამიტომ ესეთ ნატურალურ მოსაპირკეთებელ მასალას ეკონომიურად იყენებენ , ასცობის ფენა ხშირად 2 დან 88 მმ სისქისაა . ნაწარმოები საცობის მასალები არის შემდეგი სახის :
- რულონური ( 1 X 10 გრძივი მეტრი )
- ლისტების სახით ( კვადრატული , მართკუთხედი – 2,5 მეტრის სიგრძეში )
- შპალერი საცობის სახით ( ქაღალდის საწყისზე )
- აქსესუარები საცობის მასალისგან ( პლინტუსები , შტაპიკები )
ლისტების სახით საცობის ზედაპირი , შეიძლება იყოს :
- შერჩევითი , სიგანეში 10 სმ – დან , სიგრძეში 6 მეტრამდე .
- ფილების სახით 30 X 30 ….. 98 X49 და ა.შ
კედლის პანელების გამოყენება კლასიფიცირდება როგორც :
საცობის კედლის პანელის გამოყენების მთავარი დანიშნულება არის – ბგერაიზოლაცია . იგი შეუცვლელია არა მარტო საცხოვრებელ შენობებში , არამედ ჩამწერ სტუდიებში , ტელევიზიებში , რადიოსადგურებსა და სამეცნიერო დაწესებულებებში . აგრეთვე პანელებს იყენებენ დეკორატიული დანიშნულებითაც .
საცობის პანელს კედელზე გაკვრამდე ხსნიან დამცავ პარკს და ტოვებენ მას 2 დღის განმავლობაში იმ ოთახში სადაც იგი უნდა გაეკრას , საცობის მასალას სასუალება ეძლევა ადაპტირება განიცადოს ოთახში არსებული კლიმატის მიმართ . გაკვრამდე აუცილებელია კედლის გასწორება და გასუფთავება . წებო უნდა წაესვას როგორც კედელს ასეფე საცობის მასალას .