მსოფლიოს ღირსშესანიშნაობებში დამალული სივრცეები

1. ბინა ეიფელის კოშკის უმაღლეს წერტილზე . პარიზი .

როგორც ჩანს , გუსტავ ეიფელს , ეიფელის კოშკის დიზაინერს , იმდენად უყვარდა თავისი ქმნილება , რომ მის უმაღლეს წერტილზე ბინა დაიპროექტა. საზოგადოება ვერც კი წარმოიდგენდა , რომ კოშკი პარიზის ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა და რომანტიკის გლობალური სიმბოლო გახდებოდა. ბინა საკმაოდ უბრალოდაა გაფორმებული , მაგრამ 300 მეტრის სიმაღლიდან ქალაქის საუკეთესო ხედი იშლება. ფრანგული ელიტის უამრავმა წარმომადგენელმა სცადა გუსტავისგან მისი შესყიდვა, მაგრამ უშედეგოდ.

2. ოთახი თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდანში. ნიუ იორკი .

დიახ, იქ ნამდვილად არის ოთახი , რომელიც , სამწუხაროდ დაკეტილია და ვიზიტორებისთვის ხელიუწვდომელი , 2011 წელს „ჩირაღდნის ოთახში“ დამონტაჟდა კამერა , რომელიც პანორამული ხედის პირდაპირ ტრანსლაციას გვთავაზობს.

msoflios girshesanishnaoebshi damaluli sivrceebi

3. გვირაბები კოლიზეომის ქვეშ. რომი .

შესაძლოა , ფილმებმა გაამხილეს გვირაბების შესახებ , მაგრამ ვიზიტორების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს რა იმალება ამ ანტიკური ღირსშესანიშნაობის ქვეშ. ისინი ველური ცხოველებისთვის გამოიყენებოდა. 2010 წლიდან ხალხს შეუძლია ნახოს სად ჰყავდათ ცხოველები და როგორ ხვდებოდნენ ისინი არენაზე გლადიატორებთან საბრძოლველად.

msoflios girshesanishnaoebshi damaluli sivrceebi

4. რუშმორის მთაში დამალული დოკუმენტებიც საცავი. სამხრეთ დაკოტა .

რუშმორის მთის ნაციონალური მემორიალი შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა 4 პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონის , აბრაამ ლინკონლის , ტომას ჯეფერსონისა და თეოდორ რუზველტის ქანდაკებით. საინტერესო აქ აბრაამ ლინკოლნის თავის უკან კარის არსებობაა, რომელითაც 1938 – 1939 წლებში აშენებულ დოკუმენტების საცავში ვხვდებით.

msoflios girshesanishnaoebshi damaluli sivrceebi

ტექსტი მოამზადა – მარი ზურაბიშვილმა

Comments

comments