ბაღი სახურავზე
ბაღი სახურავზე
ბაღი სახლის სახურავზე
MYTO design d’espaces vivants – დიზაინერ მარტინ ბრისონისა და ლანდშაფტის დიზაინერის – როქსანა მილერის კოლაბორაცია მონრეალში , კანადაში შედგა . მათი პროექტი საცხოვრებელი სახლის თავზე გაშენებულ ბაღს წარმოადგენს .

სახლის ბრტყელი გადახურვა , რომლის ფართობიც 182 კვ.მ.-ია , ნამდვილ ოაზისად იქცა .

სახლის მფლობელს სურდა , ჰქონოდა ისეთი ადგილი , სადაც გართობას , დროის სასიამოვნოდ გატარებას და ხედებით დატკბობას შეძლებდა . კონტემპორარი ტერასის იატაკი IPE ხით ( ბრაზილიური კაკლის ხე ) არის მოპირკეთებული , რომელიც თავისი ფერითა და გამძლეობითაა ცნობილი .

ტერასის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად , დაბალი , გამჭვირვალე მოაჯირი ისეა შემოვლებული პერიმეტრს , რომ მის ირგვლივ 1 მეტრი სიღრმის ადგილია დატოვებული , სადაც ე.წ გაზონია მოწყობილი .

ბაღის გასანათებლად მინიმალისტური სანათებია შერჩეული და დაღამებისას მცენარეები თბილ ფერებში ნათდება .




ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ