დიზაინი

2019 წლის ტენდენციები

მოვარდისფრო ოქროსფერი , ე . წ subway tiles და თავისუფალი განათება 2018 წლის ტრენდებს წარმოადგენდნენ , 2019 წელს ახალი ტენდენციები მოყვა : დეკორატიული ქსოვილები , მოდური , ძველი ავეჯი და ნივთები თანამედროვე შტრიხებით . 2019 წელი საინტერესო იქნება დიზაინის თვალსაზრსით.

2019 clis tendenciebi interiershi



artisanal fixtures (არაფაბრიკული ფიქსირებული სანათები )

ხავერდის ელემენტებთან ერთად , შესამჩნევია , რომ დიზაინერები ხშირად იყენებენ ადგილობრივი ხელოვანების ან მცირე საწარმოების მიერ დამზადებულ ელემემნტებს , განსაკუთრებით კი , სანათებს , რასაც ტექნოლოგიური სამყაროსგან ფოკუსი ბუნებრივ სამყაროზე გადააქვს .

2019 clis tendenciebi interiershi



ნატურალური ელემენტები

2019 წლის ინტერიერებში ბუნებრივი მასალები : ქვა , სპილენძი , ბეტონი და გრანიტი გამოიყენება , ეს ელემენტები ნებისმიერ სივრცეს უფრო ორგანულს ხდის .

2019 clis tendenciebi interiershi


ხავერდის ავეჯი

ხავერდი უპირობო ლიდერია 2019 წლის ტენდენციებში . მიუხედავად იმისა , რომ აქამდე ეს ქსოვილი ძველმოდურად ითვლებოდა , დღეს ის დიზაინერების რჩეულია თავისი საინტერესო და მდიდრული შეხედულების გამო .

2019 clis tendenciebi interiershi

ყვავილებიანი ქსოვილები

ეს ტენდენცია არც ისე ახალია , თუმცა ამ წელს დიზაინერები გვირჩევენ უჩვეულო პროპორციების , კონტრასტული ფერების გამოყენებას .

2019 clis tendenciebi interiershi

სპილენძის აქცენტები



მოვარდისფრო ოქროსფერი 2018 წლის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ელემენტი იყო , თუმცა 2019 წელს იგი სპილენძისფერმა ჩაანაცვლა .

2019 clis tendenciebi interiershi

მდიდრული ფერები

ჩამქვრალი ფერები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სივრცის გადატვირთვა , დიზაინერების აზრით , წელს , სწორედ ასეთ ფერების მიენიჭებათ უპირატესობა ,  დრამატული წითელი , მუქი ბაცი ვარდისფერი , ჩამქვრალი ყვითელი , ორგანული მწვანე – 2019 წლის ფერებია .

2019 clis tendenciebi interiershi

ბრინჯაოსფერი დეკორი



2019 უჟანგავ ფოლადსა და პრიალა ნიკელს ემშვიდობება , და შემოდის ბრინჯაოსფერი აქცენტები .

2019 clis tendenciebi interiershi

შავ-თეთრი დეკორი

ნამდვილად მუდმივი და ურყევი ტრენდი . შავ-თეთრი ავეჯი წელსაც ტენდენციურია , ამ ორი ფერის ვიზუალური კონტრასტი ქმნის სიზუსტისა და ბალანსის შტაბეჭდილებას .

2019 clis tendenciebi interiershi

Millennial pink ( ბეჟი ვარდისფერი )

2018 წლის ამ ტენდენციამ არც წელს დაგვტოვა და ისევ დიდ ყურადღებას იქცევს როგორც მოდაში , ასევე დიზაინში .

2019 clis tendenciebi interiershi

წითელი

გასულ წლებში ჩვენ ვხედავდით დიზაინერებს , რომლებიც იყენებდნენ გრილ და არაგამაღიზიანებელ ფერებს , როგორიცაა ცისფერი და მწვანე . მყვირალა წითელი დიდი ხანია არ გამოჩენილა ასე აქტიურად ინტერიერში როგორც წელს , ეს ფერი თქვენს სახლს კიდევ უფრ მიმზიდველს გახდის .

2019 clis tendenciebi interiershi

გეომეტრიული შტრიხები

ეს სიახლე არ არის დიზაინში , მისი გამოყენება ქსოვილებზე , აბაზანებში თქვენს ინტერიერს მეტად შესამჩნევს გახდის .

2019 clis tendenciebi interiershi

ვინტაჟური სანათები

ვინტაჟური სანათები დიდი ხანია არ გამოჩენილა ასეთი სიხშირით დიზაინერების ნამუშევრებში

2019 clis tendenciebi interiershi

Bucket sinks

ასევე ცნობილი როგორც though sinks , მსგავსი ვინტაჟური ნიჟარები წელს აქტიურად ამოიყენება და იგი შთაგონებულია ფერმერტა სახლებით .

2019 clis tendenciebi interiershi

დამწვარი ყვითელი

ყვითელი ბედნიერების ფერია  და თავდაჯერებულობას უსვამს ხაზს , ყვითელი აქცენტები წლებია გამოიყენება ინტერიერში , 2017 წლიდან უფრო და უფრო აქტიურდება ეს ფერი , წელს კი , მწვანესთან ერთად ლიდერობს .

2019 clis tendenciebi interiershi

70’s chic

2019 წელს ბევრი სიძველე დაბრუნდა , ისევე როგორც ხავერდი და გეომეტრიული ქსოვილები , 70იანების ერა 2019 წელს ცოცხლდება ინტერიერში , თბილი ფერები ,  რბილი ქსოვილები და აბსტრაქტული სილუეტები კვლავ მოდურია და ის თქვენს სახლში ინდივიდუალურობას შემოიტანს.

Agate wallpaper

აგატისფერი შპალერები 2018 წლის შემდეგაც დარჩა და 2019 წლის ტენდენციად იქცა , იგი გამოაცოცხლებს თქვენს ინტერიერს

2019 clis tendenciebi interiershi

2019 წელს გლუვი ზედაპირები , ბაცი და ჩამქვრალი ფერები , ბალდახინიანი საწოლები და 70-80იანი წლებით ინსპირირებული ქსოვილები კვლავ აქტუალური ხდება . როგორც ხედავთ , მივიწყებული ელემენტებები ცოცხლდებიან და აქტიურად შემოდიან დიზაინერების ნამუშევრებში .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ