იაპონური სტილი

იაპონური სტილი ხასიათდება მინიმალისტურობით , სისუფთავისა და ბუნებრივობისკენ მისწრაფებით , იაპონელები ახერხებენ დიდ და ერთი შეხედვით რთულად დასამორჩილებელ გარემოსაც კი შესძინონ მყუდროება . სტატიაში გაეცნობით ისეთ მახასიათებლებს , რაც უკავშირდება იაპონურ სტილს .

ნათელი ტონები და ღია ფერის ხე

ეს მახასიათებლები ხშირ შემთხვევაში სკანდინავიურ ინტერიერებთან ასოცირდება , იაპონურ ინტერიერებშიც ასევე ხშირად შეხვდებით ნათელი ფერის ავეჯსა და ნატურალური ხის მასალებს თავისი ბუნებრივი შეფერილობით .

სიცარიელე კარგია !

იაპონური ინტერიერები გამოირჩევა მინიმალისტურობით , ამიტომაც მათში არც ისე ბევრი ავეჯი და დეკორის ელემენტია . მნიშვნელოვანია  თავისუფალი სივრცის არსებობა , რეკომენდირებულია გამოიყენოთ მხოლოდ აუცილებელი ავეჯი , ორიენტირდით ისეთ მოდელებზე , რომლებიც მსუბუქად და ჰაეროვნად გამოიყურებიან .

ხელნაკეთი

იაპონურ ინტერიერებში მისასალმებელია ნებისმიერი ელემენტი , რომელიც დამზადებულია საკუთარი ხელით . ავეჯი , ქსოვილი , დეკორი – ნებისმიერი დეტალი , რომელსაც თავად დაამზადებთ ან დაამზადებინებთ , ინტერიერს ინდივიდუალურობას შესძენს და მას განსაკუთრებულს გახდის .

ინტერიერისა და ექსტერიერის გაერთიანება

იაპონური კულტურის ერთ-ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნებასთან გაერთიანებაა , სწორედ ამიტომ უნდა ორიენტირდეთ სიმსუბუქეზე , დიდ ფანჯრებზე , ასევე შესაძლებელია ავეჯისა და დეკორის რამდენიმე ისეთი ელემენტის გამოყენება , რასაც ექსტერიერშიც შეხვდებით .

პირადი სივრცე

იაპონურ ინტერიერში აუცილებელია ინდივიდუალური , პირადი სივრცის არსებობა , ამიტომ აქ მისასალმებელია საკითხავი კუთხის ან გამოყოფილი მოსასვენებელი სივრცის არსებობა .

მცენარეები

ოთახის მცენარეები – ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტია დიზაინში , იაპონურ ინტერიერში ხშირა დგამოიყენება მამბუკი ან ბონსაი ( მინიატურული ხე ) .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments