ორსართულიანი აპარტამენტი
ორსართულიანი აპარტამენტი
ორსართულიანი მყუდრო აპარტამენტი უკრაინაში
440 კვ.მ. ორსართულიანი აპარტამენტი , რომელიც დნეპრში ( უკრაინა ) მდებარეობს , დააპროექტა DEZEST DESIGN – მა . სახლის ინტერიერი ოაზისია , სადაც მესაკუთრეებს შეუძლიათ მოდუნდნენ და კომფორტულ გარემოში დაისვენონ . საცხოვრებლის ფართი იძლევა საშუალებას , რომ ოჯახის 4 წევრს ჰქონდეს პირადი სივრცე და სტუმრების მიღებაც შეძლონ . თბილ ფერებსა და ბუნებრივ მასალებთან ერთად , მცენარეები გარემოს უფრო მყუდროს ხდიან .

ინტერიერში გამოყენებულია თბილი ფერები , მუქი , თბილ ტონალობაში გადაწყვეტილი ხე , რძისფერი კედლები და თბილი , ღია ფერში გადაწყვეტილი იატაკი ჰარმონიულად ერწყმის ავეჯს . საერთო სივრცის მთავარი ფიგურა დივანია , რომელიც განათების მიხედვით ნაცრისფერ და ბეჟ ელფერებს იღებს და ისეა შერჩეული რომ მისი ტრანსფორმირება და გადაწყობა შეიძლება . თანამედროვე ბუხარი , ხისფერი სასადილო მაგიდა და სკამები სტუმარს თავს კომფორტულად აუცილებლად აგრძნობინებს .
ასევე თბილ ფერებში გადაწყვეტილი სამზარეულო ოჯახის 4 წევრზეა გათვლილი და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კუნძულის მარმარილოს ზედაპირია . იატაკი და კედელი გრანიტითაა მოპირკეთებული და ბეჟი ფერების დასაბალანსებლად სამზარეულოს ზედა ნაწილი შავი პრიალა მასალისგანაა დამზადებული , რომელიც იმეორებს კოლონების ფერსა და ფაქტურას .
საძინებლები და აბაზანებიც ასევე თბილ ფერებშია გადაწყვეტილი .
სახლში ასევე არის მეორე საერთო ოთახი , რომელიც მულტიფუნქციურია და სურვილის შემთხვევაში ბავშვების გასარტობი ადგილიც შეიძლება იყოს . აქ ყველანაირი კომფორტია შექმნილი ნებისმიერი ასაკის ადამიანის განსატვირთად და გასართობად .
















ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ