რჩევები ფერთა გამის შესარჩევად ემილი ჰენდერსონისგან

ფერების შერჩევა თქვენი სახლისთვის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია . ფერები  განსაზღვრავენ სივრცის მოწყობის შემდგომ ეტაპებს .დიზაინერი ემილი ჰენდერსონი ლოს – ანჯელესიდან გვირჩევს , რომ ჯობია თავიდანვე შევარჩიოთ ფერთა კომბინაციები , რათა შუა რემონტის პროცესში არ აღმოვჩნდეთ გაუგებრობაში .

პირველი ნაბიჯი : აირჩიოთ ინსპირაციის მთავარი ნაწილი

პირველ რიგში , აირჩიეთ ინტერიერის ის ნაწილი , თუნდაც ხალიჩა , მაგიდა , შპალერი ან კედლის ფერი , და სხვა , რაც აუცილებლად გსურთ , რომ გამოიყენოთ . და შემდეგ მთელი პროცესი მის გარშემო უნდა განავითაროთ .

მეორე ნაბიჯი : აირჩიეთ ფერები აქცენტებისთვის

აირჩიეთ 3 – 4 ფერი თქვენი ინსპირაციის მთავარი ობიექტიდან   და გამოიყენეთ იგი აქცენტების სახით , ასე თავიდან აირიდებთ ქაოტურობას .

მესამე ნაბიჯი : გამოიყენეთ ნეიტრალური ფერები დიდი ნაწილებისთვის

სანამ აირჩევთ დიდი და გამორჩეული ფერის შერჩევას , მანამდე ფონად შეარჩიეთ ნეიტრალური ფერები ავეჯისთვის , და დარწმუნდით , რომ ოთახის 60 პროცენტი  ფონური , ნეიტრალური ფერია . ფერის შერჩევა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული .

მეოთხე ნაბიჯი : სწორად შეარჩიეთ მასალები

დარწმუნდით , რომ თქვენ მიერ გამოყენებული მასალები , ტექსტურები , ქსოვილები და ზედაპირები ერთმანეთს უხდება .

ფოტოები ინსპირაციისთვის :

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments