იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

სამზარეულოს ერგონომიკა

სამზარეულოს ერგონომიკა : როგორ დავაგეგმაროთ სწორად და მოსახერხებლად

რა სიმაღლეზე უნდა იყოს კარადა? სად უნდა იყოს ნიჟარა ან მაცივარი ? სად განვათავსოთ ბარი? დიზაინერების რჩევები ამ და სხვა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს .

სამზარეულოს ერთ – ერთი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება . სამზარეულოს გარნიტურის შრჩევისას მხოლოდ ესთეტიკურ მხარეზე არ უნდა ვიფიქროთ , არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხები და კომფორტი . სტატიაში გაეცნობით დიზაინერ სტეფან ბუგაევის რჩევებს .

პირველი ეტაპი , რაც სწორად უნდა გავიაროთ – სამზარეულოს დაგეგმარებაა . მისი ფორმისა და სქემის შერჩევისას მთავარი ის კი არ არის , რას გირჩევენ სხვები , არამედ ის , თუ რა არის თქვენთვის კომფორტული . სამზარეულო შეიძლება იყოს ერთ ხაზზე განლაგებული , ორ ხაზზე განლაგებული , კუნძულით , П – ს ფორმის , და Г -ს ფორმის – თითოეულ მათგანს თავისი პლუსი და განსაკუთრებული თვისება აქვს .

ერთ ზოლში განლაგებული სამზარეულო ერთ – ერთი პოპულარულია , იგი ერგება როგორც პატარა , ასევე დიდ სივრცეს . სამზარეულოს მინიმალური სიგრძე 1.7-1.8 მეტრია . მთავარი ზონები გადაანაწილეთ მარჯვნიდან მარცხნივ , მემარცხენეებისთვის პირიქით .  ნიჟარას ხშირ შემთხვევაში ცენტრში , ღუმელსა და მაცივარს კი კუთხეებში განათავსებენ .

თუ სივრცე შუაშია გაჭრილი , ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი ორ ხაზიანი განლაგებაა  . სამზარეულოს ორივე მხარე პარალელურად განათავსეთ მოპირდაპირე კედლებზე , ღუმელი და მაცივარი ერთ მხარეს, მეორე ზოლში კი ნიჟარა და საჭმლის მოსამზადებელი სივრცე . იმისთვის , რომ თავისუფლად იმოძრაოთ მათ შორის , მინიმუმ 120 სანტიმეტრია საჭირო , თუმცა არ უნდა აღემატებოდეს 165 სანტიმეტრს .

П – ს ფორმის სამზარეულო მაშინაა კარგი , თუ თქვენ მაგიდა და სკამები ცალკე გაქვთ . ეს სქემა სტუდიოს ტიპის აპარტამენტშიც გამოგადგებათ .

Г – ს ფორმის სამზარეულო საშუალო ზომის სივრცეებში გამოიყენება . ასეთი განლაგებისას კომფორტი გარანტირებულია , მისი განსაკუთრებულობა და მთავარი პლუსი – უსაფრთხოებაა , და ე.წ. სამკუთხედის პრინციპს იდეალურად ირგებს .

კომფორტის შექმნის ერთ – ერთი მთავარი – სამზარეულოში მოხერხებულად გადაადგილებაა . სამზარეულოს სამ მნიშვნელოვან ელემენტს – ნიჟარას , ღუმელს და მაცივარს თუ გამოვყოფთ მივიღებთ სამუშაო სამკუთხედს . სამზარეულოს საერთო სიგრძე ( თითოეული მხარის ზომების ჯამი ) სასურველია არ აღემატებოდეს 6 მეტრს . ნიჟარასა და ღუმელს შორის მინიმუმ 40 სანტიმეტრი უნდა იყოს , რადგან წყლის შხეფები არ მიწვდეს მას .

სამზარეულოს თითოეულ კომპონენტს გააჩნია თავისი ,, გაღების ზონა ‘’ , ეს ნიშნავს , რომ დაგეგმარებისას უნდა გავითვალისწინოთ , რა მანძილით იყოს ერთმანეთისგან დაშორებული კარადები  , მაგალითად , ღუმელთან ( ან გაზქურასთან ) მუშაობისას მინიმუმ 110 სანტიმეტრი გვჭირდება , თუმცა სხვა სივრცეში 90 სანტიმეტრიც საკმარისია . გაითვალისწინეთ , რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ღია მდგომარეობაში უფრო დიდ ადგილს იკავებს , ვიდრე სხვა ტექნიკა , იმისათვის , რომ მასში ჭურჭლის განთავსება მოსახერხებელი იყოს , 100 სანტიმეტრია  საჭირო .

სამზარეულო სახლის ის ნაწილია , სადაც უსაფრთხოება სხვა სივრცეებზე მეტადაა საჭირო . მნიშვნელოვანია ,  გაზის ზედაპირი სამზარეულოში შესასვლელიდან მოშორებით იყოს და იქ შესული ადამიანი ქურაზე დადგმულ ცხელ ჭურჭელს არ შეეჯახოს . მაცივარსა და გაზს შორის მინიმუმ 30 სანტიმეტრი უნდა იყოს დაშორება  , ფანჯარასა და გაზს შორის კი მინიმუმ 45 სანტიმეტრი .

დიდი მნიშვნელობა აქვს სამზარეულოს დონეების სიმაღლეებს , მასზეა დამოკიდებული ისიც კი , რომ ადამიანს მუშაობისას წელი არ ეტკინოს . სამზარეულოს ქვედა დონის ზედაპირი საშუალო სიმაღლის ადამიანისთვის  85 – 90 სანტიმეტრი უნდა იყოს . ზედა დონესა და ქვედა დონეს შორის მანძილი 45 – 60 სანტიმეტრი , უფრო მეტის შემთხვევაში რთულდება ზედა კარადებთან მოსახერხებლად ხელის მიწვდენა .

თუ თქვენს სამზარეულოს კუნძული აქვს , მისთვის სხვადასხვა დანიშნულების მციემა შეიძლება , შეგიძლიათ მასზე განათავსოთ გაზი , ნიჟარა , ან უბრალოდ , როგორც მაგიდა ისე გამოიყენოტ . მისი ოპტიმალური სიმაღლე იატაკიდან 90 სანტიმეტრია , ეს მორგებული იქნება ოჯახის ნებისმიერ წევრზე . თუმცა , თუ უფრო მაღალი ბარი მოგწონთ , შეგიძლიათ მაგიდის ერთი მხარე აამაღლოთ 120-130 სანტიმეტრამდე . სკამი რომ კომფორტულად იყოს ბართან მიმართებაში , 30 – 38 სანტიმეტრია საჭირო .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ