რჩევები ფერთა გამის შესარჩევად ემილი ჰენდერსონისგან
ფერების შერჩევა თქვენი სახლისთვის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია . ფერები განსაზღვრავენ სივრცის მოწყობის შემდგომ ეტაპებს .დიზაინერი ემილი ჰენდერსონი ლოს – ანჯელესიდან გვირჩევს , რომ ჯობია თავიდანვე შევარჩიოთ ფერთა კომბინაციები , რათა შუა რემონტის პროცესში არ აღმოვჩნდეთ გაუგებრობაში .
პირველი ნაბიჯი : აირჩიოთ ინსპირაციის მთავარი ნაწილი
პირველ რიგში , აირჩიეთ ინტერიერის ის ნაწილი , თუნდაც ხალიჩა , მაგიდა , შპალერი ან კედლის ფერი , და სხვა , რაც აუცილებლად გსურთ , რომ გამოიყენოთ . და შემდეგ მთელი პროცესი მის გარშემო უნდა განავითაროთ .
მეორე ნაბიჯი : აირჩიეთ ფერები აქცენტებისთვის
აირჩიეთ 3 – 4 ფერი თქვენი ინსპირაციის მთავარი ობიექტიდან და გამოიყენეთ იგი აქცენტების სახით , ასე თავიდან აირიდებთ ქაოტურობას .
მესამე ნაბიჯი : გამოიყენეთ ნეიტრალური ფერები დიდი ნაწილებისთვის
სანამ აირჩევთ დიდი და გამორჩეული ფერის შერჩევას , მანამდე ფონად შეარჩიეთ ნეიტრალური ფერები ავეჯისთვის , და დარწმუნდით , რომ ოთახის 60 პროცენტი ფონური , ნეიტრალური ფერია . ფერის შერჩევა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული .
მეოთხე ნაბიჯი : სწორად შეარჩიეთ მასალები
დარწმუნდით , რომ თქვენ მიერ გამოყენებული მასალები , ტექსტურები , ქსოვილები და ზედაპირები ერთმანეთს უხდება .
ფოტოები ინსპირაციისთვის :
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ