instagrammable

instagrammable

სოციალურ ქსელებში ალბათ საინტერესო დიზაინის მქონდე არა ერთი კაფე გინახავთ , სტატიაში გაგაცნობთ რესტრონებს ევროპაში , რომლებიც ყველაზე ,, instagrammable ‘’ ადგილებადაა მიჩნეული .

1 . Sketch , ლონდონი

რესტორნის ვარდისფერი ინტერიერი , რომელიც XVIII საუკუნითაა შთაგონებული , ფრანგი არქიტექტორის – ინდია მაჰდავის მიერაა შექმნილი , აქ 200მდე ხელოვნების ნიმუშს შეხვდებით ბრიტანელი არტისტის – დევიდ შრიგლის შესრულებულს .

2 . Giardini კაფეტერია , ვენეცია

ვენეციის ყველაზე ფუტურისტული ადგილი სწორედ ეს კაფეტერიაა , მისი დიზაინი გერმანელმა არტისტმა ტობიას რეჰბერგერმა შექმნა , გეომეტრიული სასწაული , ხასხასა ფერები და საინტერესო ავეჯი ყავისა და მოგზაურობის მოყვარულებს აუცილებლად მოგეწონებათ .

photos for instagrame

3 . Happy Days Diner , პარიზი

როდესაც კაფეებზე ვსაუბრობთ , ყურადსაღებია პარიზის კულტურა ამ საკითხში , თუმცა ეს კაფე უფრო ამერიკული სულის მატარებელია , ნეონის განათებებით , სხვადასხვა პოსტერებითა და ფერადი ავეჯით შექმნილი განწყობა დიდხანს არ დაგავიწყდებათ . ეს ბარი ნამდვილად დაიმსახურებს ადგილს თქვენს სოციალურ ქსელში .

photos for instagrame

4 . Bananas , ბარსელონა

ტროპიკული ფლუიდებისა და ფერების მოყვარულებს ეს ადგილი აუცილებლად დაგაინტერესებთ  .

photos for instagrame

5 . Sushisamba , ლონდონი

CetraRuddy – ს ეს პროექტი  ლონდონის ცათამბჯენში მდებარეობს  , გაშლილი სივრცე , მაღალი ვიტრაჟები , ბევრი ვინტაჟური ნათურა და ხედი ქალაზე . ეს ადგილი ნამდვილად ერთ – ერთი გამორჩეულია .

photos for instagrame

6 .  Bar Botanique ,  ამსტერდამი

 რესტორნის  დიზაინი  modijefsky – ს ეკუთვნის . 1970 – იანი წლების რეტრო , ბევრი მცენარე და ხავერდის ავეჯი , მუხის იატაკი , საინტერესო ჭერი და მწვანე კედლები კომფორტულ გარემოს ქმნის .

photos for instagrame

7 . Bronda , ჰელსინკი

Futudesign – ის მიერ შექმნილი დიზაინი ინდუსტრიული ელემენტებითა და თბილი ფერებით სახლურ გარემოს ქმნიან . დიდი ფანჯრები  და მაღალი ჭერიდან დაშვებული საინტერესო სანათები ინტერიერს უფრო საინტერესოს ხდის .

photos for instagrame
photos for instagrame

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments