instagrammable
instagrammable
სოციალურ ქსელებში ალბათ საინტერესო დიზაინის მქონდე არა ერთი კაფე გინახავთ , სტატიაში გაგაცნობთ რესტრონებს ევროპაში , რომლებიც ყველაზე ,, instagrammable ‘’ ადგილებადაა მიჩნეული .
1 . Sketch , ლონდონი
რესტორნის ვარდისფერი ინტერიერი , რომელიც XVIII საუკუნითაა შთაგონებული , ფრანგი არქიტექტორის – ინდია მაჰდავის მიერაა შექმნილი , აქ 200მდე ხელოვნების ნიმუშს შეხვდებით ბრიტანელი არტისტის – დევიდ შრიგლის შესრულებულს .
2 . Giardini კაფეტერია , ვენეცია
ვენეციის ყველაზე ფუტურისტული ადგილი სწორედ ეს კაფეტერიაა , მისი დიზაინი გერმანელმა არტისტმა ტობიას რეჰბერგერმა შექმნა , გეომეტრიული სასწაული , ხასხასა ფერები და საინტერესო ავეჯი ყავისა და მოგზაურობის მოყვარულებს აუცილებლად მოგეწონებათ .

3 . Happy Days Diner , პარიზი
როდესაც კაფეებზე ვსაუბრობთ , ყურადსაღებია პარიზის კულტურა ამ საკითხში , თუმცა ეს კაფე უფრო ამერიკული სულის მატარებელია , ნეონის განათებებით , სხვადასხვა პოსტერებითა და ფერადი ავეჯით შექმნილი განწყობა დიდხანს არ დაგავიწყდებათ . ეს ბარი ნამდვილად დაიმსახურებს ადგილს თქვენს სოციალურ ქსელში .

4 . Bananas , ბარსელონა
ტროპიკული ფლუიდებისა და ფერების მოყვარულებს ეს ადგილი აუცილებლად დაგაინტერესებთ .

5 . Sushisamba , ლონდონი
CetraRuddy – ს ეს პროექტი ლონდონის ცათამბჯენში მდებარეობს , გაშლილი სივრცე , მაღალი ვიტრაჟები , ბევრი ვინტაჟური ნათურა და ხედი ქალაზე . ეს ადგილი ნამდვილად ერთ – ერთი გამორჩეულია .

6 . Bar Botanique , ამსტერდამი
რესტორნის დიზაინი modijefsky – ს ეკუთვნის . 1970 – იანი წლების რეტრო , ბევრი მცენარე და ხავერდის ავეჯი , მუხის იატაკი , საინტერესო ჭერი და მწვანე კედლები კომფორტულ გარემოს ქმნის .

7 . Bronda , ჰელსინკი
Futudesign – ის მიერ შექმნილი დიზაინი ინდუსტრიული ელემენტებითა და თბილი ფერებით სახლურ გარემოს ქმნიან . დიდი ფანჯრები და მაღალი ჭერიდან დაშვებული საინტერესო სანათები ინტერიერს უფრო საინტერესოს ხდის .


ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ