ინტერიერის განახლება დაბალი ბიუჯეტით
რა თქმა უნდა , რენოვაციები და სიახლეები ინტერიერში არ არის იაფი , თუმცა თქვენ მისი განახლება შეგიძლიათ დაბალი ბიუჯეტითაც . სტატიაში გაეცნობით დიზაინერების რჩევებს , თუ როგორ შესძინოთ ახალი სახე თქვენს სახლს , რაც მთავარია დაბალ ფასად .
1 . დაიწყეთ ახალი ფერით
ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ხერხი ალბათ სწორედ კედლებისთვის ფერის შეცვლაა . თქვენი ოთახის ერტი კედლის ფერის შეცვლითაც კი შეგიძლიათ მისი განახლება . არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს , ამ გზით შეგიძლიათ მიყვეთ ტრენდებს და გამოიყენოთ სწორედ ის ფერი , რომელიც კონკრეტულ პერიოდშია მოდური , მაგალითად , 2019 წელი შეგიძლიათ ახალი მწვანე კედლით დაიწყოთ .
2 . სცადეთ ავეჯის სხვანაირად განლაგება
ყველაზე იაფი , ფაქტობრივად უფასო სიახლე თქვენს ინტერიერში სწორედ ამ გზით შეგიძლიათ შეიტანოთ . დიდი ხნის განმავლობაში უძრავად მდგარი ავეჯი უბრალოდ გადაანაცვლეთ , ეს დაგეხმარებათ თქვენი ოთახის ახალი კუთხით დანახვაში . დიზაინერები ამ ხერხს ყველაზე ეფექტურად თვლიან .
3 . განაახლე მაგიდის ზედაპირი
მაგიდის ზედაპირის განახლებაში იგულისხმება იმ ნივთების შეცვლა, რაც მაგიდაზეა მოთავსებული . შეიძლება იფიქროთ , რომ მთლიანობაში ეს ვერანაირ სიახლეს ვერ შეიტანს ინტერიერში , თუმცა უკვე გამოცდილი ხერხია ამ გზით დიზაინის გახალისება .
4 . შეცვალეთ ბალიშები
ბალიშები ინტერიერის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია და ისინი მარტივად შესაცვლელია , თანაც საკმაოდ დაბალ ფასად , თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მხოლოდ ზედაპირები . ითამაშეთ ფერებით და ისინი აუცილებლად გამოაცოცხლებენ ინტერიერს და ახლებურ იერს შესძენენ მას .
5 . შპალერი
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ შპალერი , მაშინ მისი დამატებით აუცილებლად განაახლებთ თქვენს სივრცეს , არ მოერიდოთ სხვადასხვა პრინტებსა და ფერებს , ეს გზა აუცილებლად დაგეხმარებათ .
6 . შეცვალეთ ხალიჩა
ხალიჩის როლი ინტერიერის დიზაინში საკმაოდ დიდია , იგი აერთიანებს სივრცეს და კრავს კომპოზიციას . მისი შეცვლით ოთახი აუცილებლად შეიძენს ახლებურ იერს . აირჩიეთ ძველისგან განსხვავებული ფერი და ზედაპირი .
7 . შეცვალეთ ტორშერები
ტორშერების ცვლილება დაგეხმარებათ ინტერიერის განახლებაში . განსხვავებული ფორმები , ფერები და განათების დონე თქვენს სახლს გაახალისებს .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ