იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ყველაფერი თეთრი

ყველაფერი თეთრი – ბოჰემური სტილის აპარტამენტი

სტატიაში ნახავთ ულამაზეს აპარტამენტს , რომელიც თეთრი ფერის, ფერადი ვიტრაჟებისა და ბოჰემური ინტერიერის დიზაინის მოყვარულებს გულგრილს არ დაგტოვებთ . 


აპარტამენტის მთავარი სავიზიტო ბარათი ნაზი , ელეგანტური ფერადი ვიტრაჟის თაღია .

აღსანიშნავია , რომ დიზაინის ელემენტები , ავეჯი და სხვადასხვა მასალები არც ისე ძვირადღირებული და საკმაოდ ხელმისაწვდომია .


ინტერიერი საკმაოდ დატვირთულია მცენარეებით , თუმცა იმის გამო , რომ ოთახის დიდი ნაწილი თეთრია , ისინი სულაც არ ანიჭებენ მას გადატვირთულის იერს და გარემოს უფრო მყუდროს და სასიამოვნოს ხდიან.


ინტერიერი საკმაოდ დატვირთულია მცენარეებით , თუმცა იმის გამო , რომ ოთახის დიდი ნაწილი თეთრია , ისინი სულაც არ ანიჭებენ მას გადატვირთულის იერს და გარემოს უფრო მყუდროს და სასიამოვნოს ხდიან.


აღსანიშნავია კედლებისა და ჭერის მინიმალისტურობა , ისინი უბრალოდ თეთრადაა შეღებილი , თუმცა მათ განსაკუთრებულობას ინტერიერში არსებული კარები სძენს . სასადილო ოთახში სესასვლელი ულამაზესი ვიტრაჟული ტიპის თეთრი კარი ელეგანტურად და ჰაეროვნად გამოიყურება .


ყველაფერი თეთრის ფონზე , გამოკვეთილია ღია კრემისფერი სამზარეულო , სხვა ოთახებში არსებული თეთრი იატაკისგან განსხვავებით , აქ ფერად ვინტაჟურ ფილებს ვხვდებით .

მიუხედავად იმისა , რომ ინტერიერის საკმაოდ დიდი ნაწილი თეთრია , მასში არსებული გამწვანებები და თბილი ხისფერი აქცენტები თუ ელემენტები გარემოს თბილს და მყუდროს ხდის .

სტატია მოამზადა – ლინდა დევაძემ