იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

მიკროტრენდი

მიკროტრენდი

მიკროტრენდი : რელიეფური და ტალღოვანი ზედაპირები

ძელაკები ინტერიერში – მარტივი და ეფექტური გადაწყვეტილებაა და ძალიან ხშირად გვხვდება სხვადასხვა ნამუშევრებში , ამის გამო , ცოტა მოსაბეზრებელიც კი გახდა ბევრისთვის . თუმცა არის ალტერნატიული , უფრო ახალი გზა რელიეფური ზედაპირების მისაღებად .


რა პლუსები აქვს ძელაკების გამოყენებას?
– ისინი კედელს რიტმულს და აქტიურს ხდიან
– მთლიან ინტერიერს უფრო მდიდრულს ხდიან
– მოწყენილობასა და სიცარიელეს ავსებენ საინტერესო დეკორატიული ელემენტით


ჩვეულებრივ ძელაკებს , რომელთაც პროექტების დათვალიერებისას ყოველთვის ვხვდებით , აქვთ ხის ფაქტურა , რაც გარკვეულ აუცილებლობებს ქმნის . მაგალითად , საჭირო ხდება ხის ელემენტების გამოყენება ინტერიერის სხვა ნაწილებშიც , რომ ხის ძელაკები საერთო სურათიდან ამოვარდნილი არ იყოს .


ამ ტენდენციის გამოყენების სხვადასხვა ხერხებს შემოგთავაზებტ სტატიაში :

1. კედლისფერი ძელაკები
ხის ფაქტურისგან განსხვავებით , ასეთი შეღებილი ძელაკები ინტერიერებში უფრო მარტივად შეიძლება გამოვაჩინოთ . თუ მათ ისეთივე ფერით შევღებავთ , როგორიც კედელია , ან მისი ფერის შესაბამისად შეიღებება კედელი , ასე სიბრტყე უფრო დინამიური და საინტერესო გახდება ნებისმიერი სტილის ინტერიერში .

2. 3D პანელები
ყველაზე მარტივი გზა რელიეფური კედლის შესაქმნელად თაბაშირის პანელებია და მათი შეღებვა ნებისმიერი ფერით შეიძლება . ასეთი ზედაპირები განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება კონტრასტული , ფერადი ან მუქი ფერით შეღებვისას .

3. ავეჯის ტალღოვანი ზედაპირები
ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების ლოგიკა მცირე მასშტაბში , ავეჯის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ . არაერთგვაროვანი , ტალღოვანი და რელიეფური ზედაპირები ხშირადაა გამოყენებული დიზაინერების ნამუშევრებში . ასედი ფასადები  ნებისმიერ მარტივ ავეჯს მიმზიდველად და საინტერესოდ აქცევენ .

4. საწოლის საზურგე ვერტიკალური დანაყოფებით
ვერტიკალურად დაყოფილი საზურგეები აქამდეც გვინახავს სხვადასხვა ნამუშევრებში , თუმცა , ამ შემთხვევაში აქცენტი ლაკონურობაზე კეთდება . ლამაზად გამოიყურება მაღალი საზურგეები რბილი ზედაპირით . მისი სიგანე მხოლოდ საწოლს მოიცავს , ტუმბოებს , ორივეს ერთად თუ მთელს კედელს – ეს თქვენს გემოვნებასა და სურვილზეა დამოკიდებული . თუმცა გაითვალისწინეთ , რომ მასზე ელექტროობის წერტილების განთავსების შემთხვევაში , შესაძლოა ვიზუალი მთლიანად გაფუჭდეს .

5. შუშის ელემენტები
რელიეფური , ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად დაყოფილი შუშის ელემენტების გამოყენება ავეჯის დიზაინში 2020 წლის მნიშვნელოვანი ტენდენცია იყო და კვლავ ინარჩუნებს აქტუალურობას .

მიკროტრენდი
მიკროტრენდი
მიკროტრენდი
მიკროტრენდი
მიკროტრენდი
მიკროტრენდი
მიკროტრენდი
მიკროტრენდი
მიკროტრენდი

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ