rimadesio
განსაკუთრებით გამორჩეული იტალიური ბრენდი
კომპანია Rimadesio აწარმოებს ავეჯს , გასაცურებელ კარებს , გასაცურებელ ტიხრებს სივრცეების გამოსაყოფათ და ოთახშორის კარებს , შიდა სივრცის არქიტექტურულად გაფორმებისთვის . კარები , გასაცურებელი ტიხარი , სტელაჟები , საგარდერობე და ავეჯის დეტალების ფართო ასორტიმენტი – ყველაფერი ეს არის წინადადება , რომელიც მუდმივად იზრდება , ხოლო სტილისტიკა განიცდის ევოლუციას . რაც არ უნდა დაამზადოს ქარხანამ , იქნება ეს ხაზოვანი თუ საცალო შეკვეთა , პროდუქცია ყოველთვის არის ტექნიკურად მაღალი კომპლექტაციით .
მაღალი ესთეტიურობა ყველა ობიექტში გარანტირებულს ხდის გრანდიოზულ ვიზუალურ შთაბეჭდილებას , ყოველივე ამის დროს , თითოეული ელემენტი , შესრულებულია ყოველდღიურ ფუნქციონალურობასთან შერწყმით .
ყველაზე მნიშვნელოვანი როლი კოლექციაში აქვს შუშას , როგორც ეკოლოგიურად სუფთა მასალას , რომელსაც თავისი საბაზისო გამჭირვალეობით შეუძლია გადმოსცეს უამრავი ფერი . ყველა სამუშაო რომელიც ეხება შუშას , ტარდება ქარხნის საამქროში , რაც შესაძლებელი გახდა 50 წლის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების წყალობით .
Rimadesio მიზნად ისახავს დიზაინის კულტურისა და წარმოების ტექნოლოგიის განვითარებას , რათა შესთავაზოს თავის მომხმარებელს , ფუნქციონალურად ინოვაციური გადაწყვეტილებები , რომელთაც არ აქვთ ანალოგი , ესთეტიურობისა და საიმედოობის კუთხით .
კომპანია Rimadesio – ს მთავარი შტაბის შენობა წარმოადგენს რაციონალურობისა და ბუნებრივობის შერწყმას : კორპორატიული შტაბის არქიტექტურა , მთლიანობაში ასახავს კომპანიის კონცეპტუალურ ხედვას .
ჯუზეპე ბავუზოს მიერ დაპროექტებული შენობა 1000 კვ.მ – ის ფართით , გასაოცარია თავისი ფართო ვიტრაჟებით , რომლებიც გამოდიან მწვანე საფარზე , რისი წყალობითაც , ყველა შიდა სივრცე კარგად არის განათებული დღის სინათლით .
გამჭირვალე შუშა , მნიშვნელობანი მასალა Rimadesio – სთვის , ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს : გასაცურებელი გადამტიხვრელი სისტემები Siparium ქმნიან დინამიურ სივრცეს .
შენობის გეგმარებაში ჩადებულია არქიტექტურული ურთიერთობა , რომელიც ასახავს მთელი კომპანიის მუშაობის პრინციპს , რომელიც დაყრდნობილია სხვადასხვა პროფესინალურ ცოდნაზე .
Rimadesio კორპორატიული შტაბი ითავსებს ყველა გააზრებულ პროცესს , რომლისგანაც შედგება კომპანიის არსებობა : გაყიდვების განყოფილებიდან დაწყებული , დამთავრებული შუშის წარმოებით .
ისტორია
კომპანია Rimadesio დაარსდა 1956 წელს ფრანჩესკო მალბერტისა და ლუიჯი რიბოლდის მიერ . თავდაპირველად კომპანიას ერქვა Rima Vetraria , მისი შტაბი განთავსებული იყო დეზიოში , მილანის ჩრდილოეთ მხარეში . დეზიო მდებარეობს ყველაზე ბრიანცას რაიონის ცენტრში . თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო მხოლოდ შუშის ბრტყელი ზედაპირის მქონე პანელების წარმოებით . წარმოების დიდი ნაწილი სრულდებოდა ხელით .
კომპანია Rimadesio ჯილდოები
1993 | Siparium | Young & Design 1993 |
2000 | Zenit | Award KBB |
2001 | Zenit | Selected for Design Index ADI 2001 |
2002 | Siparium | Top 100 Frames |
2005 | Graphis | Selected for Design Index ADI 2005 |
2007 | Vela | Selected for Design Index ADI 2007 |
2008 | Vela | Selected for XXI Premio Compasso d’Oro ADI |
2015 | Wind | Red Dot Award for Living rooms and bedrooms |
2016 | Cover | AZ Awards 2016 ‘Best Furniture System’ |
2016 | Alambra | Selected for Design Index ADI 2016 |