იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

აბაზანის ტრენდები

აბაზანის ტრენდები 2021-2022 – ფერები , დიზაინი და მასალები

ბუნების მნიშნელობა 21-ე საუკუნეში ადამიანთა უმეტესობას კარგად აქვს გააზრებული . სწორედ ამიტომ , ინტერიერის დიზაინერები სულ უფრო ცდილობენ ინტერიერსა და ექსტერიერს შორის საზღვრების წაშლას და გარემოს სახლში შემოტანას . სტატიაში გაეცნობით ახალგაზრდა დიზაინერების ჯგუფის MUT DESIGN -ის  პროექტს – A la fresca !

საპროექტოს უნდოდა იმაზე მეტი გაეკეთებინა , ვიდრე ინტერიერის ადაპტაციაა გარემო სივრცესთან ან პირიქით . დიზაინერებს სურდათ წარმოეჩინათ , თუ როგორ შეიცვლებოთა სახლში ცხოვრება, თუ ყველანაირი საზღვარი წაიშლებოდა .  თითოეულ პროექტში ცდილობდნენ გაეუფერულებინათ მკვეთრი ხაზები ორ გარემოს შორის და გამოუვიდათ კიდეც .

დიზაინში გამოყენებულია ბუნებრივი მასალები : ქვა , ბეტონი , თიხა – ყველა ორგანული ტექსტურა , რაც ნატურალურ გარემოს შექმნის . გარდა დიდი ფანჯრებისა , მათ პროექტებში ისეთ დიზაინებსაც ნახავთ , სადაც არამარტო კედელი , არამედ ჭერიც გახსნილია ბუნებრივი სინათლისთვის , ასევე აქტუალურია მცენარეების სააბაზანოში გამოყენება .

გახშირდა აბაზანისა და საძინებლის ერთ სივრცეში მოთავსება ტიხრებისა და სხვადასხვა გამყოფების გამოყენების გარეშე .

მეტი ჰაეროვნებისთვის შეგიძლიათ საძინებლის აბაზანა უბრალოდ შუშით გამოყოთ .

2019-2020 წლის ინტერიერებში აქტუალური გახდა სხვადასხვა ფერის მეტალის გამოყენება , რაც ისევ ტრენდულია , ასე რომ , შეგიძლიათ ლითონის დეტალების სახით ფერადი დეტალები შეიტანოთ თქვენს აბაზანაში .

2021 წლის ტენდენციებში მნიშვნელოვანია ნიჟარის ფორმაც . სიმეტრიული ფორმები შეიცვალა ასიმეტრიულით , ასევე ფაქტურა და მასალაც უფრო მეტად ბუნებრივი გახდა , შეგიძლიათ გამოიყენოთ მარმარილოს ან უფრო უხეში ქვის მასალები ნიჟარისთვის .

მინიმალიზმი და  ფერები კვლავ აქტუალურია , ტერაკოტა , ლაჟვარდისფერი , ჭაობისფერი – არჩევანი საკმაოდ დიდია .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ