იაპონური სტილი

იაპონური სტილი

ამ პროექტის შთაგონების წყარო ტოკიოში მდებარე Nakagin Capsule Tower გახდა . პირველი დანახვისთანანავე დიზაინერმა ალექსეი ალადაშვილმა მაშინვე გაიხსენა 1970-იანი წლების ერთ-ერთი პოპულარული სტილი – მეტაბოლიზმი , შემდეგ კი ეს და სხვა აღმოსავლური მოტივები გადაიტანა თავის ერთ-ერთ პროექტში .
აპარტამენტი მოსკოვში მდებარეობს , საძინებელი და საერთო ოთახის ფართი 30 კვ.მ-ია .


ინტერიერი აუცილებლად მოგაგონებთ ნაკაგინის ცათამბჯენს , რომლის მთავარი მახასიათებელი მრგვალი ფანჯრებია . დიზაინერმა გადაწყვიტა მრგვალი , ცხაურებიანი წითელი ფანჯარა გამოეყენებინა საძინებელი და საერთო ოთახების დამაკავშირებლად . წითელი წრე , როგორც იცით იაპონიის დროშაზეა გამოსახული და ინტერიერი ამ გზით უფრო მეტად იძენს აღმოსავლურ მოტივებს .


მრგვალი ფანჯრის გარდა ნაკაგინის დეტალები მოსაპირკეთებელ მასალებშიც იკვეთება . მაგალითად , ინტერიერში მთლიანი საძინებელი დეკორატიული ნალესითაა მოპირკეთებული და მყუდრო კაფსულას მოგაგონებთ .  რბილი ზედაპირები და ქსოვილები საძინებელშიც ისეთივეა გამოყენებული , როგორიც მისაღებში .


კედლების ნაწილი სრულად თეთრი და მინიმალისტურია , ერთი კედელი დაუმუშავებელი ხის ფაქტურისაა რაც მორიგი აღმოსავლური გადაწყვეტილებაა და სტილ ვაბი-საბის მუხტს ატარებს .

იაპონური სტილი
იაპონური სტილი
იაპონური სტილი
იაპონური სტილი
იაპონური სტილი
იაპონური სტილი
იაპონური სტილი
იაპონური სტილი

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ