იაპონური სტილი
იაპონური სტილი
ამ პროექტის შთაგონების წყარო ტოკიოში მდებარე Nakagin Capsule Tower გახდა . პირველი დანახვისთანანავე დიზაინერმა ალექსეი ალადაშვილმა მაშინვე გაიხსენა 1970-იანი წლების ერთ-ერთი პოპულარული სტილი – მეტაბოლიზმი , შემდეგ კი ეს და სხვა აღმოსავლური მოტივები გადაიტანა თავის ერთ-ერთ პროექტში .
აპარტამენტი მოსკოვში მდებარეობს , საძინებელი და საერთო ოთახის ფართი 30 კვ.მ-ია .
ინტერიერი აუცილებლად მოგაგონებთ ნაკაგინის ცათამბჯენს , რომლის მთავარი მახასიათებელი მრგვალი ფანჯრებია . დიზაინერმა გადაწყვიტა მრგვალი , ცხაურებიანი წითელი ფანჯარა გამოეყენებინა საძინებელი და საერთო ოთახების დამაკავშირებლად . წითელი წრე , როგორც იცით იაპონიის დროშაზეა გამოსახული და ინტერიერი ამ გზით უფრო მეტად იძენს აღმოსავლურ მოტივებს .
მრგვალი ფანჯრის გარდა ნაკაგინის დეტალები მოსაპირკეთებელ მასალებშიც იკვეთება . მაგალითად , ინტერიერში მთლიანი საძინებელი დეკორატიული ნალესითაა მოპირკეთებული და მყუდრო კაფსულას მოგაგონებთ . რბილი ზედაპირები და ქსოვილები საძინებელშიც ისეთივეა გამოყენებული , როგორიც მისაღებში .
კედლების ნაწილი სრულად თეთრი და მინიმალისტურია , ერთი კედელი დაუმუშავებელი ხის ფაქტურისაა რაც მორიგი აღმოსავლური გადაწყვეტილებაა და სტილ ვაბი-საბის მუხტს ატარებს .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ