ნატურალური მასალები და მუქი ფერები ინტერიერში

მუქი ფერებითა და ნატურალური მასალებითაა შექმნილი 66 კვ . მ . აპარტამენტი მოსკოვში , რუსეთში . ხის პანელები ინტერიერში მყუდრო და თბილ გარემოს ქმნის . დიზაინი და ვიზუალიზაცია cartelle design – ს ეკუთვნის და მორგებულია წყვილზე . აპარტამენტში მინის კედლითაა გამოყოფილი საძინებელი .  ბინაში არის გარდერობი ასევე მინის კარით .

naturaluri masalebi da muqi ferebi interiershi 2

საერთო ოთახის ცენტრში მუქი იასამნისფერი დივანი დგას გლუვი ზედაპირით . აქცენტი გაკეთებულია მუქ პასტელურ ლურჯ სავარძელზე.

naturaluri masalebi da muqi ferebi interiershi 3

 ხის პანელები ,იატაკი და ხის ავეჯი მსგავს ფერებშია გადაწყვეტილი , რაც აბალანსების მუქ ფერებს  და სივრცე მთლიანობაში ნათელია . ავეჯის ფერები მიუხედავად განსხვავებულობისა , უხდებიან ერთმანეთს .

naturaluri masalebi da muqi ferebi interiershi 4

ტელევიზორის კედელი წარმოადგენს სათავსოს წიგნების თაროებით .

 შავი აქცენტები ვერტიკალური რადიატორის , განათებისა და ავეჯის სადგამებისა თუს ხვა ჩანართების სახით ინტერიერს უფრო მიმზიდველს ხდის .

naturaluri masalebi da muqi ferebi interiershi 5

შესასვლელი კარი და კედელი პასტელური ჩამქრალი  ცისფერია და მისიზ ედაპირი გლუვია .

naturaluri masalebi da muqi ferebi interiershi 6

მთლიანობაში აპარტამენტში მყუდრო გარემო და საინტერესო ფერებია .

naturaluri masalebi da muqi ferebi interiershi 8

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments