ნატურალური მასალები და მუქი ფერები ინტერიერში
მუქი ფერებითა და ნატურალური მასალებითაა შექმნილი 66 კვ . მ . აპარტამენტი მოსკოვში , რუსეთში . ხის პანელები ინტერიერში მყუდრო და თბილ გარემოს ქმნის . დიზაინი და ვიზუალიზაცია cartelle design – ს ეკუთვნის და მორგებულია წყვილზე . აპარტამენტში მინის კედლითაა გამოყოფილი საძინებელი . ბინაში არის გარდერობი ასევე მინის კარით .

საერთო ოთახის ცენტრში მუქი იასამნისფერი დივანი დგას გლუვი ზედაპირით . აქცენტი გაკეთებულია მუქ პასტელურ ლურჯ სავარძელზე.

ხის პანელები ,იატაკი და ხის ავეჯი მსგავს ფერებშია გადაწყვეტილი , რაც აბალანსების მუქ ფერებს და სივრცე მთლიანობაში ნათელია . ავეჯის ფერები მიუხედავად განსხვავებულობისა , უხდებიან ერთმანეთს .

ტელევიზორის კედელი წარმოადგენს სათავსოს წიგნების თაროებით .
შავი აქცენტები ვერტიკალური რადიატორის , განათებისა და ავეჯის სადგამებისა თუს ხვა ჩანართების სახით ინტერიერს უფრო მიმზიდველს ხდის .

შესასვლელი კარი და კედელი პასტელური ჩამქრალი ცისფერია და მისიზ ედაპირი გლუვია .

მთლიანობაში აპარტამენტში მყუდრო გარემო და საინტერესო ფერებია .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ