არქიტექტურა – როგორც გაყინული მუსიკა
“ მე არქიტექტურას გაყინულ მუსიკას ვუწოდებ „ – გოეთე .
მე – 18 საუკუნეში , საკონცერტო დარბაზება განვითარება დამოუკიდებელ არქიტექტურულ ობიექტებად დაიწყო . გამოწვევა ისეთი სივრცის შექმნა იყო , რომელიც სასურველ მელოდიას გამოსახავდა .
1. Harpa Concert Hall and Conference Centre – by Henning Larsen Architects
Harpa Concret Hall – ის კრისტალური ფასდი ჩრდილოეთის ნათებითაა ინსპირირებული , შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ფართომასშტაბიანი სკულპტურა . 28 000 კვ.მ ფართობის ფასადი ფერებს მუდმივად იცვლის და ულამაზეს ოპტიკურ ეფექტს ქმნის . პროექტმა 2013 წელს მის ვან დერ როეს პრესტიჟული პრიზი – Contemporary Architecture of the European Union – მიიღო .
2. Harbin Opera House – by MAD Architects
შენობის არეალი 800 000 კვ. მ – ს შეადგენს . ჩინეთის ქალაქ ჰარბინში არსებული ეს ოპერის სახლი თავს იჩენს მისი მომრგვალებული ელიფტიკური ფორმით . თეთრი ალუმინის პანელები გარშემო არსებულ ტოპოგრაფიასთან მის მსუბუქ და დინამიურ შერწყმას უზრუნველყოფს .
3. Valencia Opera House ( Palau De les Arts Reina Sofia ) – by Santiago Calatrava
ვალენსიის ოპერის სახლი 2006 წელს გაიხსნა და 1706 ადამიანზეა გათვლილი , 380 ადგილიანი სცენით მუსიკოსებისთვის . შენობის ფუძეში განთავსებულია აუდიტორია , რომელის კონდენცირებაც მუდმივად ხდება , ის ასევე პერფორმანებისთვის ღია სივრცეებს მოიცავს , რომლებსაც სახურავთან და კედლებთან ერთად აკუსტიკური ფუნქცია აქვს .
4 . Elbe Philarmonic Concert Hall – by Herzog de Meuron .
ჰამბურგში არსებული Elbe Philarmonic Concert Hall – ის ფასადი მდინარე Elbis ტალღების იმიტაციას წარმოადგენს . მთავარ დარბაზში 2150 ადამიანს იტევს , მეორე დამატებითი სივრცე კი 500 ადამიანზეა გათვლილი , აქ ასევე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა განთავსებული 250 სტუმრისთვის .
5. KILDEN Performing Arts Center – bu ALA Architects მდებარეობს
კრისტიანლენდში , ნორვეგიაში . შენობა ზღვის მხარეს გახსნილია და მიზნად ფანტაზიისა და რეალობის გამიჯვნას ისახავს , ასევე ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს . ის სამ დაწესებულებას – „ Agder Theater “ , “ The Kristianland Philarmonc “ – სა და “ Opera South “ – ს მოიცავს . ფასადზე გამოყენებული მუხის პანელები შენობას თბილსა და მიმზიდველ იერს აძლევს . კონსტრუქცია რამდენიმე სივრცედაა დაყოფილი . გარშემო არაერთი ინდუსტრიული ნაგებობაა , რომლებთანაც „ KILDEN “ სრულ კონტრასტში იმყოფება
ტექსტი მოამზადა – მარი ზურაბიშვილმა