სამზარეულოს შემრევი

სამზარეულოს შემრევი

გამოფენა KBIS : შემრევები

გამოფენაზე KBIS ( Kitchen &  Bath Industry Show ) ყოველწლიურად აჩვენებენ სამზარეულოსა და სააბაზანოსთვის საჭირო სიახლეებს . დღევანდელ სტატიაში შემრევების ტენდენციებს გაეცნობით .

1. უკონტაქტო შემრევები ხმის გარეშე
უკონტაქტო შემრევები უკვე დიდი ხანია არსებობს , მაგრამ , პანდემიამ მისი საჭიროება კიდევ უფრო მნიშნელოვანი გახადა ვირუსებისგან თავის დასაცავად . თუ თქვენც გადაწყვეტთ  ასეთი შემრევის გამოყენებას თქვენს აბაზანაში ან სამზარეულოში , გაითვალისწინეთ , რომ დაგჭირდებათ როზეტი ნიჟარის ქვეშ .

სამზარეულოს შემრევი


2.  შემრევი მოძრავი თავით
ადრე შემრევების მოძრავი თავები ვიზუალურად შეუმჩნეველი იყო ხოლმე , თუმცა ახალი მოდელები უფრო ესთეტიურია და მოხსნადი თავის დამალვაც არ არის საჭირო .

სამზარეულოს შემრევი


3.  შემრევი ორ ფერში
ორი ფერის ან მასალის კომბინაცია 2021 წელს ძალიან აქტუალურია სანტექნიკის სფეროში , თუმცა , ეს განსაკუთრებით შემრევებს ეხება .

სამზარეულოს შემრევი


4.  ძალიან მაღალი შემრევები
შემრევები , ისევე როგორც პროფესიონალურ სამზარეულოებში , ბუკვალურად ახალ სიმაღლეზე ავიდნენ , მაგალითად , შესაძლოა მათი სიმაღლე 60 სმ-ზე მაღალიც კი იყოს , მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ , არ დაგავიწდეთ სამზარეულოს სექციებს შორის მანძილის გაზომვა , რადგან , სტანდარტულად , სამზარეულოს ზედაპირსა და მეორე სექციას შორის დაშორება 60 სმ-ია .

სამზარეულოს შემრევი


5.  თბილი ელფერები
მათთვის , ვისაც მოსწონს მეტალის თბილი ტონები , მაგრამ მობეზრდა ლატუნი , დიზაინერები სთავაზობენ სპილენძს . ასევე ფართო არჩევანია სხვა ფერებშიც , რომლებიც ბოლო დროს გახდა აქტუალური – ვარდისფერი , ოქროსფერი და ბრინჯაოსფერი ტონები .

სამზარეულოს შემრევი


6. ყურადღება გამახვილებულია სახელურზე
შემრევებს ერთი სახელურით , ბევრად ლაკონური ვიზუალი აქვთ , ვიდრე ტრადიციულ ვარიანტებს . წელს დიზაინერები შემრევის ამ დეტალზე უფრო მეტად ორიენტირდნენ და შემოგვთავაზეს სხვადასხვა  დიზაინი .

სამზარეულოს შემრევი


7. ახალი ფერები
ბოლო პერიოდში გლუვი ზედაპირის მქონე შავი და თეთრი შემრევები ძალიან აქტუალურია  , თუმცა წელს ამ ორ მნიშვნელოვან ტენდენციას ფერადი შემრევები დაემატა .

სამზარეულოს შემრევი

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ