დიზაინი

რესტორნის ინტერიერი

რესტორნის ინტერიერი

რესტორანი  Tre De Tutto რომში

სტუდია Tamat – ი იმედოვნებდა , რომ შექმნილიყო ადგილობრივი ბარის განცდა თავისი დიზაინით, რომელიც შექმნილია რომის სამხრეთით მდებარე რესტორანში Tre De Tutto – ში .

 მიუხედავად იმასა , რომ რესტორანი ახლახანს გაიხსნა , მისი ინტერიერი გამოხატავს ისეთ ეფექტს , თითქოს ის წლების წინაც არსებობდა აქ , მისი უბრალო კრამიტის კედლებითა და მოკრძალებული ავეჯით .

 აქ შეხვდებით საპირისპირო თანამედროვე დეტალებს , რომლებიც მოიცავს გეომეტრიული განათების მოწყობილობებს , თაღოვან ფანჯრებს , ვინტაჟურ მეტალის სკამებსა და  ყვითელ ჩამოკიდებულ კიბეს .

 ტრე დე ტუტო მდებარეობს გარბატელაში , რომელსაც აშკარად გასული საუკუნის 20 – იანი წლების ხასიათი აქვს . ეს სივრცე ადრე თონე იყო , მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მიტოვებული .

 Studio Tamat – ის დიზანი მიჰყვება რესტორნის მფლობელების მიერ შემოთავაზებულ კონცეფციას , რათა შეიქმნას სივრცე , რომელიც შთაგონებას მიიღებს ადგილობრივი ტრადიციებისა და კულტურისგან .

 ანალოგიურად სტუდიის მიზანი არ იყო არსებული სივრცის შეცვლა , არამედ მისი გამოცოცხლება და ამავე დროს მის მომხმარებლებთან კავშირი .

 ნეონის განათება გვთავაზობს იგივე შეტყობინებას , სადაც წერია ‘’ Quanto e Bella Garbatella ‘’ , რაც ნიშნავს ‘’ რა ლამაზია გარბატელა ‘’ .

 რესტორანი დაყოფილია სხვადასხვა ოთახებად  , ზოგი მიწის დონეზე , ზოგი კი ნახევარ სართულზეა განთავსებული .

 სამკუთხა ზედა დონე შედგება სამი ოთახისგან , რომლებიც ჩვეულებრივ განკუთვნილია საუზმისთვის , ბარისა და დასასვენებელი ოთახის ჩათვლით . ქვედა დონე მოიცავს ორ სასადილო ოთახს , სამზარეულოს და შესანახ სივრცეებს .

 ორივე დონეს აქვს ოდნავ განსხვავებული დიზაინის ხასიათი , ფერთა პალიტრა შექმნილია კონსულტანტ საბინა გვიდოტისთან თანამშრომლობით . ფერთა პალიტრა ზედა ოთახებში არის თამამი ფერთა პალიტრა , ლურჯი მაჯოლიკის ფილებით , ასევე მარმარილოს დახლი ნარინჯისფერ და მეწამულ ფერებში და სამი დიდი თაღოვანი სარკმელი .

 მარჯნის ფერის ‘’ კიბის გვირაბი ‘’ დაბლა მიდის , სადაც ოთახებს აქვს ღია ცისფერი კედლები და ფონი , მულტფილმის სტილის გრაფიკით . ყითელი კიბე ამ დონეზეა და ერთ – ერთ სასადილო ოთახს ქუჩასთან აკავშირებს .

სტუდიამ დატოვა უხეში კედლები , თაბაშირის თავდაპირველი ფენებით , დიალოგისთვის სივრცის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტების თანამედროვე დიზაინთან .

რესტორნის ინტერიერი
რესტორნის ინტერიერი
რესტორნის ინტერიერი
რესტორნის ინტერიერი
რესტორნის ინტერიერი
რესტორნის ინტერიერი
რესტორნის ინტერიერი

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ