ქოხი ბორბლებზე

ქოხი ბორბლებზე

დიზაინისა და მშენებლობის სტუდიომ Fresh Prince შექმნა თანამედროვე პატარა სახლი ბორბლებზე .

ქოხი ბორბლებზე


cube


ქოხის ფართობი სულ 14 კვ.მ. – ია , თუმცა მოგზაურობისა და ბუნების მოყვარული ადამიანებისთვის სრულიად საკმარისია .

ქოხი ბორბლებზე


შავ ქოხს ასეთივე ვიტრაჟები აქვს , დიდი ვიტრაჟული კარის გაღებისას ისეთი გარემო იქმნება , თითქოს ბუნება შემოდის სახლში  და გარკვეულწილად აქ მოწყობილი პატარა სასადილო სივრცე ტერასის ფუნქციასაც ითვისებს . ქოხის ორი დიდი ფანჯარა ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს .

ქოხი ბორბლებზე


სახლის ინტერიერში ხისფერი და შავია გამოყენებული . როგორც ყოველთვის , მცირე სივრცეებში ფუნქციონალური ავეჯი ძალიან მნიშვნელოვანია . სწორედ ამიტომ საწოლი არც ისე მცირე ზომის სათავსოზეა მოთავსებული .

ქოხი ბორბლებზე


მიუხედავად პატარა სივრცისა , სახლში არის სამზარეულო და გასაცურებელი კარით გამოყოფილი აბაზანა .

ქოხი ბორბლებზე
ქოხი ბორბლებზე

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments