დიზაინი

Arne Jacobsen სკამების 16 ახალი ფერი

 დანიურმა ავეჯის ბრენდმა Fritz Hansen – მა 16 ახალი ფერი წარუდგინა სამ სკამს , თავის საკულტო Arne Jacobsen – ის მიერ შექმნილი ადგილების ასორტიმენტში . დიზაინის კურატორთან და გალერისტ კარლა სოზანტან თანამშრომლობით ახალი ფერები მოიცავს მტვრიან ვარდისფერ ელფერს , მწვანეს , ყვითელ და ღია ლურჯ ჩრდილს . ეს ფერები , რომლებსაც თბილი ტონი აერთიანებს , დანიელი არქიტექტორისა და დიზაინერის იაკობსენის მერ შექმნილი ბრენდის სერია 7 , Ant and Grand Prix სკამზე იქნა გამოყენებული .

Fritz Hansen – ის თანახმად , კარგად აღიარებული plywood – ის სკამის ეს განახლებული ვერსიები მას კიდევ უფრო დახვეწილს ხდის , ვიდრე ადრე .

ფრანც ჰასენი და სოზანი იმედოვნებენ , რომ ახალი ფერები მყიდველებს მისცემს უფრო მეტი ინდივიდუალური გამოხატვის შესაძლებლობას მათი ინტერიერის მოწყობისას .

 Arne Jacobsen დაწყობილი სკამები წარმოადგენს ფრანც ჰანსენის დიზაინის დნმ – ის ბირთვს – განაცხადა ბრენდმა .

მათი დიზაინი ემოციური და უნიკალურია და ისინი კიდევ უფრო დახვეწილები ხდებიან , როდესაც აქვთ ფერები . ჩვენ ამ აღმოჩენას ფერის გრძნობას ვეძახით .

სკამი 16 ახალ ფერშია შვიდი ბაზისური ვარიანტით , რაც იზლევა დაუსრულებელ შესაძლებლობებს ასორტიმენტისთვის .

ფერების შერჩევა დავიწყეთ იმით , რომ გვქონდა ორწშოფები კარლასოზანტან მის სტუდიაში , სადაც უამრავი ფერისგან განვსაზღვრეთ უნიკალური პალიტრა , – განმარტა ფრანც ჰანსენის დიზაინის ხელმძღვანელმა კრისტიან ანდერსენმა .

‘’ ერთ-ერთი მთავარი  მიზანიიყო თბილი ტონით გაერთიანებული კოლექციის შექმნა , ასე რომ ვთქვათ წითელი ძაფი ’’ .

ცვალებადი ტალღებისა და ცის მუქი მწვანედან და ლურჯიდან დაწყებული , პალიტრა ბუნებრივად მოვიდა , როდესაც მე ვიკვლევდი დღის სინათლის არსს და მის პარტნიორს : ღამეს , ჩვენი არსის აღსადგენად საერთო ფერის ჰარმოენიებით . სინათლესთან ნებისმიერი ურთიერთქმედება და სინათლის სიბნელესთან დაპირისპირება იწვევს ღრმა ემოციას და მაგნიტი , რომელიც ამ ორს აერთიანებს , არის ფერი .

თითოეული ტონი შეირჩა , რომ ერთმანეთი შეავსონ და ‘’ დახვეწილი სითბო ’’ შესთავაზონ სკამის დიზაინს , რომელზეც ისინი არიან გამოყენებული .

ფერებში შედის ნარინჯისფერი სამოთხე , ვენეციური წითელი ,  შავი , ღრმა თიხა , ღია კრემისფერი , თეთრი , ღია ვარდი , ველური ვარდი , შუაღამის ლურჯი , ლავანდის ცისფერი , შებინდებისფერი , ნამდვილი ყვითელი , დამწვარი ყვითელი , მარადმწვანე და ზეთისხილის მწვანე .

A Sense of Color პალიტრის სამი სკამის დიზაინი ახლა უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიაში .

ბრენდი დანიაში დაარსდა 1872 წელს . ფრანც ჰანსენი თანამშრომლობდა უამრავ ცნობილ დიზაინერთან , მათ შორის ilia Manz , Hans J. Wenger და Piero Lissoni , და მისი დიზაინის გაყიდვა ხდება 85-ზე მეტ ქვეყანაში .

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ