coffee shop
coffee shop
თანამედროვე coffee shop – ის დიზაინზე , რომელიც ძლიერი და დასამახსოვრებელი ხასიათის მატარებელია და დაფუძნებულია სკანდინავიური მინიმალიზმისა და ვაბი-საბის მოტივებსა და ესთეტიკაზე , studio Open – მა იმუშავა . კაფე წარმოადგენს პატარა სივრცეს , თუმცა სიმშვიდისა და სიმყუდროვის შეგრძნება მისი ნახვისას აუცილებლად დაგეხმარებათ .
დიზაინის იდეა ანდრეი ბარინოვს ეკუთვნის . ვაბი-საბისა და სკანდინავიური სიმარტივის მიუხედავად , ინტერიერში არა ერთი თვალშისაცემი დეტალია . ერთ-ერთი კი , შესასვლელში არსებული ოქროსფერი მოლარის მაგიდაა დაძველების ეფექტით .
coffee-shop მდებარეობს პეტერბურგის ისტორიულ ცენტრში , ამიტომ , დიზაინერმა გადაწყვიტა ეს ისტორიულ-ანტიკური მუხტი ინტერიერშიც შეენარჩუნებინა . ეს გადაწყვეტილება კი ყოველ დეტალში ჩანს – მოსაპირკეთებელი მასალები დაძველების ეფექტით , მაღალი , მომრგვალებული ვიტრაჟები და კედლის ფორმები .
ვაბი-საბის ფილოსოფიის თანახმად , განათება საკრარულ როლს თამაშობს ატმოსფეროს შექმნისას . რკალის ფორმის იატაკიდან ჭერამდე აზიდული ვიტრაჟებიდან შემოსული ბუნებრივი სინათლე სიმდიდრისა და ბარაქის სიმბოლოა . პატარა მრგვალი ნათურები უზრუნველყოფს ბნელი საათების განმავლობაში სივრცის განათებას და მყუდრო გარემოს შექმნას .
ინტერიერში თითოეული დეტალი ნაფიქრია და ოდნავაც არ ცდება დიზაინის მთავარ ხაზს . მრგვალი ფორმის , რბილი გადასვლებით შექმნილი მაგიდები და სკამები , რომელთა ფერებიც საერთო სივრცის პალიტრაში სასიამოვნოდ ჯდება – ვაბი-საბისთვისაა დამახასიათებელი .







ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ