woven image
woven image – ის Zen და Ion – ის რელიეფური კედლის პანელები
კომპანია woven image – მა თავის ხაზში დაამატა ორი ახალი ხაზი თავის რელიეფურ აკუსტიკური პანელების კოლექციაში , რომლებიც რეპლიკებს იღებს იაპონური დიზაინიდან .
The Zen პანელი დაფუძნებულია იაპონური ზენის ბაღებზე , მის ხაზებზე , მოსახვევებსა და ღარებზე , რათა მოხდეს სიმარტივისა და სიმშვიდის შეგრძნება .

ორი ახალი დიზაინი სახელად Zen და Ion აერთიანებს აკუსტიკურ რელიეფურ კოლექციას რომლების განკუთვნილია საოფისე ფართებისთვის , რომელიც იაპონურ ხასიათს ატარებს – სუფთა ხაზებით და მინიმალური ესთეტიკით .
Zen – ის მწვერვალებისა და ხეობების კონცეფცია ეხმიანება გოფრირებულ ზედაპირულ დეტალებს , როგორიცაა ხის ფირფიტები , უჟანგავი ფოლადის ხელკეტები და ტექსტურირებული ცემენტი ან თაბაშირის კედლები – განაცხადა ინტერიერის საერთაშორისო კომპანიამ .

Zen – ის სწორხაზოვანი დიზაინის პანელი შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის განათებებზე და ფერების სპექტრზე , როგორც მუქ , ასევე ჩამქვრალი კრემისფერის ტონალობებზე . ონიქსზე , ღვინისფერის ტონალობებზე , ინდიგოზე და მწვანეზე .
Ion – ის ასორტიმენტი გამოირჩევა უფრო ექლექტიკური დიზაინით , რომელსაც ბრენდი ადარებს ასიმეტრიულ კრისტალურ წარმონაქმნს .
მისი დახრილი ზედაპირი ეთამაშება სინათლეს სხვადასხვა ჩრდილების ადა ტექსტურების შესაქმნელად , ორიგამის ფორმების მსგავსად .
იონი გამოდის სხვადასხვა ფერებში , მათ შორისაა : ონიქსი , ღია ცისფერი , ატმისფერი , მწვანე , და ნეიტრალური ტონები .

280 სანტიმეტრის სიმაღლის კედლის პანელები შეიძლება დამონტაჟდეს იატაკიდან ჭერამდე , შეერთების ხაზის გარეშე , რომ საჭიროების შემთხვევაში ადვილად მოხდეს ხელით ან მანქანით გასწორება .
Iron – ასორტიმენტს აქვს სწორი კუთხეები , რაც ნიმუშის ზუსტად გასწორების საშუალებას იძლევა , რათა კიდეები გახდეს ნაკლებად ხილული .
აკუსტიკური ხაზი ნაკლებად ცნობილია მათი ორიგინალურობის მიუხედავად .

2004 წელს woven image – მა წარმოებაში ჩაუშვა თავისი ინოვაციური პროდუქტი Echopanel – აკუსტიკური პანელები კედლებისთვის , ჭერებისთვის და სამუშაო სივრცეებისთვის , რომელიც აერთიანებს ელეგანტურ დიზაინს , ეფექტურ აკუსტიკასა და მდგრადობას .

მას შემდეგ woven image – მა განაგრძო თავისი ასორტიმენტის განვითარება . რომელიც ამცირებს ხმას ხმაურიან კომერციულ სივრცეებში .
woven image – ის ღირებულების საფუძველი მისი მდგრადობაა , მის ყველა აკუსტიკურ ხაზს აქვს გარემოსდაცვითი სერტიფიკატი . მზადდება მინიმუმ 60% – იანი გადამუშავებული პოლიეთილენის ტერეფალატის გამოყენებით .

კომპანიის მონაცემებით , ბოლო 16 წლის განმავლობაში მან გადაამუშავა 230 მილიონი ერთჯერადი პლასტმასის ბოთლი აკუსტიკური კედლის პანელებითვის .
ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ