Clayworks

Clayworks

Clayworks natural clay plasters

ბრიტანულმა ბრენდმა Clayworks – მა შექმნა ბუნებრივი თიხის თაბაშირები , რათა ინტერიერში მიაღწიოს გლუვ , უბრალო ზედაპირებს .

Clayworks – ის ბუნებრივი და მდგრადი პროდუქტების სერია შეიძლება გამოყენებულ იქნას , როგორც საცხოვრებელ , ასევე კომერციულ ინტერიერებში , ვიზუალური ხრიკების დასამატებლად .

Cornwall – ის ყველა თაბაშირი იქმნება გამოუწვავ თიხის მინერალებთან და პიგმენტებთან შერევით , რის შედეგადაც ვიღებთ სხვადასხვა სახის ჰაერგამტარ თაბაშირს შიდა კედლებისა და ჭერისთვის .

Clayworks

 მაღალეფექტური თიხის თაბაშირები გვთავაზობს საღებავის ალტერნატივას და ხელს უწყობს ტენიანობის და ტოქსინების დარეგულირებას .

 ბრენდის კლასიკურ ვარიანტებს შორის არის Smooth , რომელსაც აქვს მოღრუბლული ტონი და მშვენირი ვიზუალი ნეიტრალურ და მიწიერ ფერებში . იგი გამოიყენა Magri Williams Architect – მა ლონდონის სახლის გაფართოებაში , რომელიც  იყო 2019 წლის სიაში ჯილდოსთვის ნუ იმოძრავებ , გაუმჯობესდი !

Clayworks

Clayworks Rustic – ს აქვს მკაცრი , უსწორმასწორო ტექსტურა , რომლებიც ზედაპირებს სიღრმეს მატებს და არჩევანი დამოკიდებულია გამოყენების მეთოდებზე . სწორი ხელსაწყოების გამოყენებით , თაბაშირი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტიპის ქვის ან ბეტონის იმიტაციისთვის .

Clayworks

 Rustic – ის ნახვა შეგიძლიათ Snohetta ‘ s Aesop – ის მაღაზიაში ლონდონის ჩელსის მეზობლად და კანის მოვლის ბრენდის White City – ში .

  Clayworks ასევე გთავაზობთ მთელ რიგ მორგებულ ვარიაციებს , მათ შორის Rammed Earth . ეს ხელახლა ქმნის უძველესი სამშენებლო ტექნიკის ეფექტს , ტექსტურირებული ფენები ქმნის სხვასასხვა ელფერს . Rammed Earth – ით კედლის მოპირკეთება გამოირჩევა ლონდონის რესტორან Gaucho – ში და ბარის ნაწილს სძენს მდიდრულ ტონალურ ეფექტს .

Clayworks

 Clayworks – ი უზრუნველჰოფს  , რომ მისი პროდუქტები იყოს ეკოლოგიურად სუფთა , ნაკლები ნახშირბადის შემცველობით და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება განმეორებით . კომპანია დაარსდა ადამ ვეისმანისა და ქეით ბრაისის მიერ , რომლებმაც იმოგზაურეს მსოფლიოში თიხის კვლევისთვის , როგორც სამშენებლო მასალის სხვადახვა სახის გამოყენებისთვის და გამოაქვეყნეს ორი წიგნი , რომლებიც დეტალურად აღწერს თემას .

Clayworks
Clayworks

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ