Ratched design

Ratched design

  სეტ დიზაინერმა Judy Becker – მა ლუსის სახელმწიფო საავადმყოფოს საკუთარი პერსონაჟივით მოექცა , რომელიც გარანტირებულად მოხვდა Netflix Ratched – თრეილერის სიაში .

  თავშესაფარი მდიდარია მოულოდნელი არქიტექტურული დეტალებით – ტალღოვანი შუშის ბლოკის კედლებით ან უზარმაზარი პანორამული ფანჯრებით , რომლებიც დაფარულია იატაკიდან ჭერამდე ფარდების მიღმა , რომლებიც შესამჩნევია .

  ეს აშკარად ეწინააღმდეგება Becker- ის ოსკარზე ნომინირებული ნამუშევრების დიდ ნაწილს , სადაც ზოგადად არის სცენები , რომლებიც მხოლოდ ეკრანზე მოქმედ პერსონაჟებს და მოხმედებას ასახავენ .

 ‘’ მე ეს ხშირად არ გამიკეთებია , მაგრამ Ratched – ის შემთხვევაში , ძალიან მინდოდა შენობას მიექცია ყურადღება , როგორც პერსონაჟს , ‘’ ამბობს Becker – ი . ეს ცოტათი არასწორია , როდესაც ხედავთ ამ მშვენიერ შენობას და კარგად ჩაცმულ პაციენტებს , მაგრამ შემდეგ საშინელი რამ ხდება ამ ადგილას ‘’ . ‘’ ეს ჰგავს ლამაზ ადამიანს , რომელსაც აქვს მართლაც ბნელი საიდუმლო ‘’ , დასძინა მან .

  გადაცემა მოგვითხრობს მილდრედ რატჩის და კენ კესის კლასიკური ამერიკული ნოველის  One Flew Over Cuckoo ‘s Nest – ის ანტაგონისტის ისტორიას სალემის სახელმწიფო საავადმყოფოში .

Ratched design

  მიუხედავად იმისა , რომ წიგნი და შემდეგ 1975 წლის ფილმის ადაპტაცია მათ ვითარებას ასახავს მწვავე კლინიკურ ადგილას , შეთეთრებული კედლებით , Ratched – ის ლუსიას სახელმწიფო საავადმყოფოდან სულ სხვა ამბავია მოთხრობილი .

  ეს იმიტომ , რომ Ryan Murphy –  ს სერიალის შემქმნელს , რომელიც ცნობილია ჰიპერ სტილიზირებული საავადმყოფოებით , როგორიცაა : American Horror Story , Scream Queens და The Politician , სურდა , რომ გადაცემა ნაკლებად დამსგავსებოდა დაწესებულებას , ის უფრო ჰგავს მშვენიერ კურორტს , რომელიც გადაკეთდა საავადმყოფოდ .

Ratched design

 ‘’ მე გადავაგდე მთელი ჩემი კვლევა 40 – იანი წლების საშინელ თავშესაფარზე ‘’ , თქვა Becker – მა . ‘’ ზოგჯერ მართლაც გამართლებულია ძალიან საშიში სეტ დიზაინის გაკეთება ძალზე საშიში ისტორიისთვის . მაგრამ Ratched – ში საშინელება ცოტათი მაღლა დგას , ასე რომ თქვენ შეგიძლიათ , დააბალანსოთ ეს მთელი სილამაზით და რომ დიქოტომია ნამდვილად მუშაობს .

  გადაცემა გახდა გასული წლის ერთ – ერთი ყველაზე წარმატებული Netflix – ის შოუ და პირველი თვის განმავლობაში ის 48 მილიონმა ადამიანმა ნახა .

Ratched design

  სასტუმროს მეპატრონეებმა უარი განაცხადეს ადგილზე ნებისმიერი სახის გადაღების ჩატარებაზე , ამიტომ ბეკერმა და მისმა გუნდმა ინტერიერის მიახლოებული რეპლიკა დაამთავრეს Fox Studio Lot – ში ,  ლოს ანჯელესში .

  სამი თვის განმავლობაში გუნდმა აღადგინა მონოქრომული იატაკი , ლობი თავისი სქელი სვეტებით და ჭაღით აისახებოდა ლაქიან , შავ იატაკზე , რომელიც მთლიანად განმეორდა , ხოლო სასტუმროს ბარისთვის განკუთვნილი ექვსკუთხა თაროები გადავიდა პაციენტევისთვის განკუთვნილ სარეკრეაციო ზონაში .

Ratched design

 ‘’ ეს იყო უზარმაზარი კომპლექტი ‘’ – განმარტა ბეკერმა . ‘’ ეკრანზე ეს ყველაფერი ჩანს თითქოს ერთ სცენაში , მაგრამ ჩვენ მოგვიწია ორი განსხვავებული სცენის აგება .

ბოლოს არაფრის ასაშენებლად აღარ იყო ადგილი და ჩვენ საღებავების მაღაზია და რამდენიმე პატარა საგარდერობო გარეთ უნდა გადაგვეტანა , რომ გაგვეთავისუფლებინა მეტი ადგილი , რადგან უბრალოდ მისი ყოველი დიუმი გვჭირდებოდა ‘’ .

Ratched design

  მწვანე ალბათ , შოუს ყველაზე გამორჩეული ფერია და გამოირჩევა როგორც თავშესაფარში  , ასევე მთის კლდეში , როცა მილდრედ რატჩედი თავის სახლში მიდის . ‘’ მწვანე ძალიან კარგი ფერია , რადგან იგი პერიოდულად კორექტირებულია 40 -იანი წლების ბოლოს . ეს შეიძლება იყოს შემაშფოთებელი ფერი ან   სასიამოვნო , ტონების მიხედვით , ‘’ – თქვა ბეკერმა . ‘’ თუ თქვენ იყენებთ მწვანეს , რომელშიც უფრო მეტი ყვითელია ის შფოთვის მომგვრელია , ხოლო რომელსაც აქვს ლურჯი ფონი უფრო დამამშვიდებელია და საცურაო აუზებზე ფიქრისკენ გიბიძგებთ ‘’ . ყოველი ტონი , რომელიც საბოლოოდ შოუშია გულდასმით იტესტებოდა სხვადასვა ავეჯის ნაჭრებზე და სხვადასხვა განათების პირობებში , რათა დავრწმუნებულიყავით , რომ ეს სწორ ეფექტს ქმნიდა .

  ბეკერმა ასევე დაამატა მარჯნისა და ატმის თბილი ტონები , რომ საავადმყოფოში მიმზიდველი ეფექტი შექმნილიყო , იატაკები და კედლები ნეიტრალურ შავ და თეთრ ფერებში იყო , რომ კოსტიუმების ფერებს არ შეჯახებოდა .

  ბეკერის აზრით , გადასაღებ მოედანზე ყველაზე დიდი უარყოფითი მხარე არის ის , რომ ფანჯრებიდან ხედი მთლიანად ხელოვნურად უნდა შეიქმნას .

Ratched design

   ხშირად , რეჟისორები მუშაობენ Translight – ით – გამჭვირვალე პოლიესტერის ფურცლით , რომელზეც იბეჭდება სასურველი პარამეტრის გამოსახულება და მას უკნიდან ანათებენ , რომ შექმნან რეალური ექსტერიერის სცენა , მაგრამ მერფი და ბეკერი შეთანხმდნენ , რომ ეს რეალობას არ შეეფერება , რომლის მიღწევის იმედიც ჰქონდათ .

 ‘’ ისინი თითქმის ყოველთვის ყალბად გამოიყურებიან ‘’ , თქვა მან , ‘’ არაფერი მოძრაობს და განათება არ იცვლება ისე , როგორც რეალურ ცხოვრებაში ‘’ .

 ამის ნაცვლად , მან ფანჯრების უმეტესი ნაწილი ნახევრად გამჭვირვალე ფარდების მიღმა დამალა და მეორე მხარეს შექმნა ბუნებრივი და ხელოვნური მცენარეების ნამდვილი სათბური .

Ratched design

  ‘’ჩვენ გვყავდა ვიღაც , ვინც გადააკეთა კამერა ისე , რომ ჩრდილები და რეფლექსები რეალური ჩანდა და ყოველთვის იგივე არ იყო ‘’ – გაიხსენა  ბრკერმა .

 იყვნენ თაყვანისმცემლები , რომლებიც ხმაურობდნენ ხეებთან და ფარდებთან , ასე რომ , ეს იყო ძალიან დახვეწილი პროცესი .

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ