Atelier de Troupe
Atelier de Troupe
Atelier de Troupe , Flokk and Adea
კალიფორნიული დიზაინის სტუდია Atelier de Troupe , შვეიცარიული საოფისე ავეჯის ბრენდი Flokk და ფინური მწარმოებელი Adea წარმოგვიდგენენ შემდეგ პროდუქტებს : ავეჯი მოიცავს სავარძლებს , განათებებს და სათავსოებს .
დიზაინის სტუდიო-ატელიე de Troupe წარმოგვიდგენს ოვალური ფორმის სკამს , რომლის მახასიათებელიც წრიული ფორმაა , რომელიც სკამის გარშემო ეხვევა . სკამი შედგება ელიფსის ფორმის ფუძისგან , რომელიც ლითონის ჩარჩოშია გახვეული , წვრილი ფეხებით და მოხრილი ხაზით , რომელიც ქმნის საზურგესა და საყრდენებს .
სტუდიომ ასევე წარმოადგინა Compas განათებები ხელნაკეთი განათებების კოლექციიდან .
ამერიკული დიზაინის სტუდია August Green – მა წარმოადგინა HiveMind სანათი , რომლის მახასიათებელია სკის ფორმის მინა . სანათი ასევე ხელმისაწვდომია როგორც ქსოვილისგან დამზადებული , ასევე უჟანგავი ფოლადისგან .
საოფისე ავეჯის ბრენდმა Flokk -მა წარმოადგინა Giroflex 313 საოფისე სკამი , რომლის დიზაინზეც იმუშავა დიზაინერმა Paolo Fancelli – მ .
სკამის დიზაინი განკუთვნილია საკონფერენციო ოფისებისთვის , რომელიც რეგულირდება და საშუალებას გვაძლევს მწკრივად შევაერთოთ სკამები რამოდენიმე ადამიანისთვის , რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალური კომფორტისთვის .
ბრენდმა ასევე წარადგინა RH New Logic მაღალი ტექნიკური მახასიათებლების სამუშაო მაგიდისთვის განკუთვნილი სკამი , დიზაინის სტუდია StokkAustad – ის შთაგონებით . სკამი შეიცავს 61 % გადამუშავებულ მასალებს .
იატაკის კომერციულმა მწარმოებელმა Patcraft – მა წარმოადგინა Inset – იატაკის კოლექცია , რომელიც შექმნილია ხის და ბეტონის ფაქტურით , იატაკზე დიაგონალურად გამოსახულია მეტალის აქცენტები .
ირლანდიური ბრენდი Mullan Lighting – მა წარმოგვიდგენს Osier -ს , ხელნაკეთ კერამიკულ განათებას . სანათის მახასიათებელია ზედაპირზე მკაფიოდ დაბზარული ხაზები და ლაქები , დაძველების ეფექტის შესაქმნელად .
ფინურმა ავეჯის მწარმოებელმა კომპანია Adea – მ წარმოადგინა Kabinett , რომლის დიზაინზეც იმუშავა დიზაინერმა Alexander Lervik – მა . ‘’კაბინეტი’’ რომელიც შექმნილია საშინაო ოფისისთვის .
ბარსელონას განათების ბრენდმა Marset – მა შემოგვთავაზა Chipsa ნათურა , პორტატული , წყალგაუმტარი და დასატენი ნათურა , რომელიც შექმნილია გარე გამოყენებისთვის .
ავეჯის ბრენდმა Bene წარადგინა Ports Storage სისტემა , რომელიც შექმნილია ლონდონის სტუდიის Pearson Lloyd – ის მიერ . მრავალფუნქციური თაროები ასევე მოიცავს სათავსის მაგიდას და სავარძელს , რომელსაც აქვს ორმაგი ფუნქცია , როგორც ოთახის გამყოფი .
ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ