იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ანტიტრენდები

ანტიტრენდები

2021 წლის ანტიტრენდები

2021 წლის ტენდენციები რა თქმა უნდა შეიცვალა , შესაბამისად მას მოყვა ანტიტრენდები – იდეები და გადაწყვეტილებები , რომლებიც ამ წელს არ არის პოპულარული , თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია და ინტერიერის მოწყობისას მთავარია რა მოსწონს მის მფლობელს , შესაბამისად , ამ ანტიტრენდების გათვალისწინება არ არის აუცილებელი , მითუმეტეს . ისინი სამომავლოდ შეიძლება კვლავ აქტუალური გახდეს .


1. სრულად თეთრი სამზარეულო
თეთრი სამზარეულოები აქტუალურობას არასდროს კარგავს და ყველაზე ხშირად გვევლინება ინტერიერებში , თუმცა წელს მას ფერადი , მკვეთრი ფერები ანაცვლებს .

ანტიტრენდები


2.  თეთრი პრიალა აგური
წელს სკანდინავიური განწყობები ინტერიერში შეიცვალა , შესაბამისად ამ სტილთან დაკავშირებული ტენდენციებიც აღარ არის აქტუალური . ერთ-ერთი ანტიტრენდი თეთრი პრიალა აგურის სამზარეულოს წინსაფრად გამოყენებაა . 2021-ში უპირატესობა ენიჭება მარტივ , ერთ ტონში გადაწყვეტილ და მარმარილოს ზედაპირებს .

ანტიტრენდები


3. ვარდისფერი ინტერიერები
2018 ვარდისფერის წელი იყო , ნეოკლასიკური ინტერიერების აქტუალურობა იკლებს და სხვა სტილებს ერევა . შესაბამისად , ვარდისფერიც კარგავს პოპულარობას და 2021-ში მას სტაფილოსფერი , ყვითელი და მწვანე ანაცვლებს .

ანტიტრენდები


4.  ინტერიერისა და ექსტერიერის დისონანსი
ზოგიერთ ინტერიერის დიზაინის სტილს შესაბამისი გარემო სჭირდება , მაგალითად , სტილი შალე ორგანულია მთებში არსებულ სახლებში , ლოფტი ძველ ქარხნებში მოწყობილ საცხოვრებლებში  და ა.შ . წელს კი ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდა და არქიტექტურისა და ლოკაციისთვის შეუსაბამო ინტერიერები ანტიტრენდებად მოგვევლინა .

ანტიტრენდები


5. გახსნილი გეგმარება
გახსნილი გეგმარებები და სტუდიოები დიზაინერების საყვარელი ტრენდი იყო გასულ წლებში , თუმცა პანდემიამ გვაჩვენა , რომ ასეთ ინტერიერებს თავისი მინუსები აქვს და მასში განმარტოება შეუძლებელია , შესაბამისად , ეს ანტიტრენდი ალბათ არავის გააკვირვებს .

ანტიტრენდები
ანტიტრენდები

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ