დიზაინის ტენდენციები
დიზაინის ტენდენციები
2021 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდენციები
დიზაინის მშვენიერებაა მისი ფორმირების , ადაპტაციისა და გავლენის უნარი , რომელიც აძლიერებს სტილს და ფუნქციონირებას. ინტერიერის დიზაინის 2021 წლის ტენდენციები ამის მაგალითია , ისე რომ თან ჰყვება ისტორიას .
1.დედამიწის ტონები
დავიწყოთ ფერით , მიუხედავადი იმისა , რომ წლევანდელი ფერი კლასიკური ლურჯია – თავისი გრილი ტონებით , ჩნდება კიდევ ერთი ნიმუში . დედამიწის ტონების გამოყენება არის 2021 წლის ერთ – ერთი ტრენდი . ზეთისხილისფერი მწვანე , ყვითელი ოხრა , მუქი ნარინჯისფერი არის ელფერები , რომლებიც არამარტო სითბოს გვაძლევენ , არამედ გვაკავშირებენ გარემოსთან .

ავეჯი და აქსესუარები ნატურალური ხის ელემენტებით მცენარეები , მეტალები , გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ მშვიდი გარემო , უფრო მეტად ვიდრე გარეთ . სითამამე შეიძლება გამოიხატოს მუქი , შავი კარებით ან ყავისფერი ბარხატის დივანით . ეს ტონები შექმნის მეტ კრეატიულობას და უნიკალურ მიწიერ შეხედულებას .

2. მრუდე ფორმები
ინტერიერის დიზაინის ეს ტენდენცია აშკარად უკან მიბრუნებაა . ეს მრუდე ფორმების გამეორებაა 60-70 წლებიდან , რომელიც გვაბრუნებს უკან , მაგრამ გათანამედროვებული სახით . რბილ ავეჯში ჩვენ ვხედავთ ტალღოვან და ასიმეტრიულ ხაზებს . ასეთი თავისუფალი და ორგანული ფორმის ნიმუშები წელს პიკს მიაღწევს , რადგან საჭიროა ბუნების მშვიდი ენერგია სახლებში , ისე როგორც არასდროს .

3. მულტიფუნქციური სივრცეები
შინამეურნეობებს , რომლებიც დისტანციურად მუშაობენ და სწავლობენ სახლიდან , მათთვის მულტიფუნქციური სივრცეები იქცა 2021 წლის ყველაზე რელევანტურ სტილად . გეგმარება გახდა უფრო თავისუფალი და გაჩნდა უფრო მეტი გახსნილი სივრცე . ახლა უკვე შესაძლებელი გახდა მრავალფუნქციური ოთახების არსებობა . სივრცის გაორმაგება ყველაზე ხშირად გვხვდება სამზარეულოებში და საერთო სივრცეებში . სამზარეულოები კუნძულით , შეიძლება იყოს როგორც სასადილო მაგიდა , ასევე სამუშაო ზედაპირი . ამ გზით ადამიანებს შეუძლიათ ერთდროულად ჭამა , სოციალიზაცია და მუშაობა . ესეთი გეგმარება გამორიცხავს მთლიანი ცალკე ოთახის საჭიროებას .

ასევე ტრენდულ კომბინაციაში შედის ბავშვის სათამაშო ოთახები , განცალკევებით ბავშვის საძინებლისგან .
ასევე იმათთვის , ვინც ვარჯიშობს და ვერ ახერხებს სპორტ დავრბაზში სიარულს , საუკეთესო ვარიანტია ავითვისოთ გამოუყენებელი სივრცე სარდაფში .

4. შპალერი ყვავილების პრინტით
შპალერები ყვავილების პრინტით არის ერთ-ერთი დეკორაციის ელემენტი , რომელმაც დროს გაუძლო . ჩვენ არ ვსაუბრობთ ჰიპის სტილზე , მაგრამ დიზაინებზე , რომელიც თანამედროვე სტილიდან მოდის. ძლიერი და კონტრასტული ფერებით შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა ზომის და დიზაინის დეკორატიული სტილი .

ესეთი შპალერები საუკეთესო გადაწყვეტაა აბაზანებისთვის და შემოსასვლელი სივრცეებისთვის . პატარა სივრცეებს ხდის უფრო საინტერესოს და უცნაურს .

5. ბიოფილური დიზაინი
ბიოფილური დიზაინი არის 2021 წლის ინტერიერი დიზაინის ტენდენცია, რომელიც აერთიანებს ბუნებრივ ელემენტებს ( მასალებს , განათებას , მცენარეებს ) თანამედროვე გარემოში , რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე . კვლევებმა ჩვენა , რომ ესეთ გარემოში ბუნებაში პირდაპირი ან არაპირდაპირი ელემენტების ჩართვამ დიდი როლი ითამაშა სტრესის შემცირებაში და არტერიული წნევის დონისა და გულის რითმის დაბალანსებაში . გარდა ამისა , ამ სტილის დიზაინი ზრდის პროდუქტიულობას და კრეატიულობას .

6. საშინაო ოფისი
ინტერიერის დიზაინის 2021 წლის ტენდენციებში ყველაზე აქტუალურია საშინაო ოფისის შექმნა . დისტანციური მუშაობის დროს საჭიროა ისეთი გარემოს შექმნა , რომელიც იქნება ფუნქციონალური . თუ არ გვაქვს ესეთი ოთახის შექმნის ფუფუნება , არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები . საერთო სივრცეების , საძინებლების კარადებს შეუძლიათ სამუშაო სივრცედ გაორმაგება , ასევე ეს სივრცე შეგვიძლია მოვაწყოთ დახრილი კიბის ქვეშ .

7. შერეული ლითონები
წლევანდელი წელი აბსოლიტურად შეპყრობილია ლითონებით , როგორიცაა ვერცხლი , ოქრო , სპილენძი . ისინი აქტიურად მონაწილეობენ ავეჯის მოპირკეთებაში . არის გარკვეული მითითებები , რომ ლითონები უფრო საინტერესო იყოს ჩვენს ოთახში. მაგალითისთვის : როდესაც ვირჩევთ თბილ და ცივ მეტალებს , არჩევანი უნდა გავაკეთოთ ერთ დომინანტ და ერთ აქცენტურ ფერზე . ნეიტრალური და მუქი შავი მეტალები ადვილად შეიძლება შეერწყას ერთმანეთს .

8. თაღოვანი საწოლები
ტრენდების უკუგდებაში ასევე გამონაკლისი არ ყოფილა თაღოვანი საწოლები . საძინებლები თაღოვანი საწოლებით , გვიქმნის კომფორტის, სიმშვიდის და ფუფუნების შეგრძნებას . ეს საწოლები იდეალურად ერგება ნებისმიერი სტილის საძინებლებს . გლუვი მეტალის ან აკრილის ჩარჩო ოთახს საინტერესო ხიბლს მატებს და ქმნის ჰაეროვან შეგრძნებებს .




ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ