ხრიკები დაბალი ჭერის ვიზუალურად გაზრდისთვის
ბევრ ადამიანს სურს მის სახლს ჰქონდეს მაღალი ჭერი , რადგან დაბალი ჭერის შემთხვევაში არა ერთ პრობლემას ვაწყდებით .
ფრენკ ლოიდ რაიტმა დაბალი ჭერის პრობლემის მოგვარების გზას მიაგნო – მის მიერ შექმნილი ინტერიერები მაქსიმალურად დაკავშირებული იყო გარე სივრცეებთან . ეს ერთ -ერთი კარგი საშუალებაა თქვენი ოთახის ბუნებრივი განათებისთვის , რაც ქმნის მაღალი ჭერის იმიტაციას და ინტერიერი აღარ საჭიროებს დიდი რაოდენობით განათების ხელოვნურ წყაროებს , შესაბამისას , ჭერი მინიმალისტური გამოდის რაც კიდევ ერთი ფაქტორია – გადატვირთული ჭერი მის სიდაბლეს უსვამს ხაზს . სტატიაში გაეცნობით რჩევებს დიზაინერებისგან .
- აირჩიეთ დაბალი , ჰორიზონტალური ავეჯი . ნებისმიერი ნივთისა თუ ავეჯის შერჩევისას , ეცადეთ მათი სიმაღლე რაც შეიძლება დაბალი იყოს , რათა დაბალი ავეჯის ფონზე კედლები უფრო მაღალი გამოჩნდეს .
- გამოიყენეთ დიდი ფანჯრები და მათი დაფარვისთვის მინიმალისტური გზები . დიდი ფანჯრების საშუალებით ინტერიერსა და ექსტერიერს ერთმანეთთან ვაკავშირებტ , სივრცის შეგრძნებაც მატულობს და ბუნებრივი სინათლით განათებული სივრცეც უფრო მაღალი ჩანს , ეს გზა უფრო ამართლებს პირველი სართულის შემთხვევაში , განსაკუთრებით , თუ ფანჯრებიდან მწვანე ეზოს სურათი იშლება .
- ვერტიკალური ზოლები – ვერტიკალური ხაზები ვიზუალურად აგრძელებს და ავიწროვებს კედლებს , რაც სიმაღლის ილუზიას ქმნის , თუმცა შეიძლება მათ ინტერიერი გადატვირთონ და თუ ამ გზას აირჩევთ , ფრთხილად უნდა იყოთ , რადგან ზომიერება ყველაფერზე მთავარია .
- ჭერის მოპირკეთებისას მაქსიმალურად პრიალა ზედაპირი აირჩიეთ . არავისთვისა არ არის საიდუმლო , რომ სარკეები სივრცეს ვიზუალურად ზრდის , სწორედ ასეტი ეფექტი აქვს პრიალა ჭერს , იგი ირეკლავს სინათლეს და უსასრულობის ილუზიას ქმნის , რაც აუცილებლად დაგეხმარებათ დაბალჭერიან სივრცეებში .
- გამოამზეურეთ ჭერის სტრუქტურა . გარდა იმისა , რომ მოპირკეთების დროს ჭერის სიმაღლისთვის ,,მოპარული „ თუნდაც ერთი სანტიმეტრის დაკარგვას აირიდებთ თავიდან , მსგავსი ჭერები ორიგინალურად გამოიყურება ინტერიერში , რაც უფრო არაერთგვაროვანია ზედაპირი , მით უფრო საინტერესოა იგი .





ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ