იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

დეკორატიული ქვა ინტერიერში

დეკორატიული ქვა ინტერიერში

ქვის და აგურის წყობა ყოველთვის გამოიყნებოდა სახლის ინტერიერში . 18-19 – ე საუკუნეებში , ისეთ სტილში როგორიცაა ამპარი და როკოკო ქვა , ფართოდ გამოიყენებოდა . ბოლო დროსაც ძალიან პოპულარული გახდა დეკორატიული ქვა . მაგრამ ზოგიერთი ბინის მფლობელი შეცდომას უშვებს და არასწორად იყენებს მას .

interieris dizaini

 

დეკორატიული ქვის გამოყენების უპირატესობა და ნაკლოვანებები

დეკორატიული ქვა არის ხელოვნური მასალა . ის ზუსტად იმიტაციას უკეთებს ნატურალურს და ღირს გაცილებით იაფი .

 

დეკორატიული ქვის ღირსებები :

  • აქვს ნაკლები წონა , ვიდრე ნატურალურს
  • მისი დამუშავება უფრო იოლია
  • ტემპერატურის ცვალებადობები მავნე ზეგავლენას არ ემორჩილება
  • მოსავლელად იოლია
  • არსებობს ფერის , ფაქტურის , ზომის დიდი ასორტიმენტი

interieris dekoratiuli qvebi

ქვის დამონტაჟება ხდება , როგორც წესი , ჩვეულებრივი ფილების მისაწებებელი წებოთი . სასურველ ფორას ვაძლევთ ფილების საჭრელის საშუალებით . ქვის წონა იგივეა რაც კერამიკული ფილის . მასალის ზედაპირი ადვილად ექვემდებარება მრავალჯერად სანიტარულ დამუშავებას . ამასთან ერთად ფერი და სტრუქტურა უცვლელი რჩება.

რაც შეეხება ნაკლოვანებებს . ძნელია მოძებნო თუნდაც ერთი ნაკლი , იმდენად უნიკალურია ეს მასალა . მხოლოდ ერთი რჩევის მოცემა შეგვიძლია – არვიხმაროთ ჩაქუჩი ან სხვა მძიმე საგანი . წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს დაზიანებული ფრაგმენტის გამოცვლა .

interieris dekoratiuli qvebi

აუცილებელია ბალანსის დაცვა ამ მასალის გამოყენებისას . თუ დიდ ფართობს მოვაპირკეთებთ ქვით ,  თბილი და მყუდრო საცხოვრებელი შეიძლება იქცეს შუა საუკუნეების ციხე – სიმაგრედ . ძალიან პატარა ადგილის დეკორირებისას იქმნება ილუზია თითქოს ხატავდნენ შესანიშნავ სურათს და მასზე გაჩნდა საღებავის დიდი ლაქა . ამ მასალით მუშაობისას უნდა ავირჩიოთ შესაბამისი დიზაინი და მოვახდინოთ მისი ინტეგრირება ინტერიერში.

interieris dekoratiuli qvebi

დეკორატიული ქვის სახეობები : ფერი , ფორმა და ხარისხი .

დეკორატიული ქვის მოსამზადებლად გამოიყენება შემდეგი მასალა : ბეტონი , თაბაშირი , კერამოგრანიტი .

მასალა რომელიც მზადდება ბეტონზე , უმეტესწილად გამოიყენება გარე სამუშაოებისთვის , ბუხრებისთვის . შედგება ცემენტის , ქვიშის და პიგმენტებისაგან.

interieris dekoratiuli qvebi

თაბაშირისგან დამზადებული დეკორატიული ქვა ორჯერ უფრო მუბუქია , ბეტონისგან . ის გამოიყენება შენობის შიდა მოპირკეთებისთვის . გარე სამუშაობებისთვის მისი გამოყენება რეკომდებული არ არის , რადგან თაბაშირს არ უყვარს ნესტი .

კერამოგრანიტი – ეს არის თიხის , პიგმენტების , მინერალების ნაზავი . გამოიყენება კედლებისთვის და იატაკისთვის . ისიც ასევე გავს ნატურალურს , როგორც თაბაშირის და ბეტონის მასალა . ხშირად შიდა სამუშაოებისთვის გამოიყენება თაბაშირის მასალა . ის მსუბუქია , მყარია და მონტაჟის დროს მოსახერხებელია .

interieris dekoratiuli qvebi

ზედაპირის სტრუქტურის მიხედვით მწარმოებლები გვთავაზობენ ქვის შემდეგ ვარიანტებს :

  • რელიეფური
  • სწორი ზედაპირით და ზუსტი ფორმებით
  • ღობისმაგვარი წყობის იმიტაციით
  • ნებისმიერი დიზაინერული ფორმით
  • interieris dekoratiuli qvebi

უხეში ფაქტურა სჯობს გამოვიყენოთ ინტერიერისთვის . სადაც ძირითადი ფართობის ზედაპირი სწორია . პრიალა ქვა ხაზს გაუსვამს ავეჯის ორიგინალურობას . დიზაინერული ქვა მზადდება მხოლოდ შეკვეთით , მას შემდეგ რაც განიხილება ყველა დეტალი საერთო სტილიდან დაწყებული , აქსესუარებით დამთავრებული . დეკორატიული ქვის ფერთა გამა ინტერიერისთვის უპირატესად თბილ ტონებშია . ცივი , ნაცრისფერი ფერები კი გამოიყენება ვრცელ და დიდ შენობებში .

დეკორატიული ქვა ინტერიერში : სად გამოვიყენოთ ? არსებობს შენობის ქვით გაფორმების მარტივი წესი . მაქსიმალურად გამოვყოთ მხოლოდ ერთი ელემენტი . საქმე იმაშია , რომ დეკორატიული ქვა თვითონ იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას . ზედმეტი მონდომება არ არის საჭირო . წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მივიღებთ სიმყუდროვეს . გამოცდილი დიზაინერები გვირჩევენ გამოვიყენოთ ქვის შემდეგი ელემენტები : ნიშა , გამოწეული კონსტრუქციები , ერთი კედელი მთლიანად ან კედლის ნაწილი .

interieris dekoratiuli qvebi

არსებობს კედლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – სწორი განათება . ქვის წყობა თუ სწორად არის გაკეთებული , მისი  განათებით  მივიღებთ გასაოცარ ეფექტს , განსაკუთრებით თუ ქვის სტრუქტურა უსწორმასწოროა და მას მივანათებთ ბრას .

ქვა შესანიშნავად ეხამება მინას , ხეს , მწვანე მცენარეებს . თუ ოთახში კედელი მთლიანად ქვით არის დამუშავებული სასურველია მისი დეკორირება მინით გაფორმებული სურათებით . ოთახის მაღალი მცენარეები კი ხაზს უსვამენ ქვის უხეშ , ბუნებრივ სტრუქტურას . ნიშის გასაფორმებლად შეიძლება გამოვიყენოთ დეკეორატიული ქვის ნებისმიერი ფაქტურა , მათ შორის უჩვეულო დიზაინერული ფორმის . თუ ნიშაში მოვათავსებთ ქანდაკებას ან ანტიკვარულ ნივთს , მაშინ ინტერიერის ეს ელემენტი გახდება ცენტრალური . კლასიკური , მშვიდი ინტერიერისთვის გამოიყენება ერთი ხაზის შეფერილობები . თეთრი ფერის ქვა შესანიშნავად ეხამება ამავე ფერის კედლებს , ჭერს , ავეჯს . თუმცა აუცილებელია ეს ერთფეროვნება შევავსოთ დეტალებით იგივე მწვანე მცენარეებით . დივანის ფერადი ბალიშებით , ხის დეტალებით და ა . შ . დეკორატიულ ქვას შეუძლია მთლიანად შეცვალოს საცხოვრებელი ატმოსფერო . ჩვეულებრივი სახლი , სტანდარტული სადარბაზო , კიბის უჯრედი . იღება კარები და უცებ ყველაფერი იცვლება ჩვენს თვალწინ . კეთილშობილი ქვა , საინტერესო ფაქტურა და ფერი , ორიგინალური განათება , გამაოგნებელი ინტერიერი .

interieris dekoratiuli qvebi

interieris dekoratiuli qvebi

interieris dekoratiuli qvebi

interieris dekoratiuli qvebi

interieris dekoratiuli qvebi

interieris dekoratiuli qvebi

interieris dekoratiuli qvebi

 

Leave a Reply