ლამინატის კლასი
რას ნიშნავს – ლამინატის კლასი ?
იატაკის მოსაპირკეთებელი ხარისხიანი მასალის არჩევა საკმაოდ რთულია . მაგალითად თუ არჩევანი შეაჩერეთ ლამინატზე , იცოდეთ რომ , მისი უამრავი ვარიანტი არსებობს . გაითვალისწინეთ , რომ განსხვავება არა იმდენად ვიზუალურ მხარეშია , არამედ უფრო საექსპლუატაციო – ტექნოლოგიური . ლამინატი იყოფა რამოდენიმე კლასად და რომ გავერკვეთ , თუ რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან და რომელი უნდა ავირჩიოთ , აუცილებელია გავერკვეთ რამოდენიმე ნიუანსში :
რას ნიშნავს ლამინატის კლასი ?
პირველ რიგში , აუცილებელია გავერკვეთ რას ნიშნავს ლამინატის კლასი . მანამდე ღირს ორიოდე სიტყვით ავსხსნათ თუ რას წარმოადგენს ეს მასალა . ლამინირებული პანელი – არის მოსაპირკეთებელი მასალა , რომელიც რამოდენიმე ფენისგან შედგება . გამოიყენება იატაკის ზედაპირის მოსაპირკეთებლად და კედლების დეკორირებისთვის . პანელი შედგება შემდეგი ფენებისგან .
პირველი ფენა – მას აქვს ე.წ ბგერაიზოლაციის ფუნქცია , ის აძლევს პანელს მექანიკურ მდგრადობას .
საშუალო ფენა – არის უმაღლესი სიმკვრივის დაპრესილი ხის ბოჭკოვანი ფილა . მას აკისრია ძირითადი ფუნქციები და წარმოადგენს პანელის ფიზიკური გაბარიტების ყველაზე დიდ ნაწილს .
დეკორატიული ფენა – მზადდება უბრალო ქაღალდისგან , რომელსაც აქვს აცილებელი შეფერილობა , მაგალითად ხის ტექსტურის იმიტაციით .
ზედა ფენა – ეს არის სინთეთიკური ფენა ( აკრილი ან მელამინი ) , რომელიც იცავს დაზიანებისგან მთელ ელემენტს.
ჩამოთვლილი ფენების დამზადებისთვის გამოიყენება სხვადასხვა მასალები. მათ შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სისქე , სიმკვრივე წარმოების ტექნოლოგია და ა.შ . ეს განსხვავებები ქმნის ლამინატის კლასს . სხვა სიტყვით რომ ვთქვათ , მასალების ექსპლუატაციური დახასიათება , მათ შორის ყველაზე მთავარი – მექანიკური სიმყარე და ზემოქმედების მიმართ მდგრადობა – აი , ეს არის ლამინატის კლასი .
როგორი შეიძლება იყოს ლამინატის კლასი ?
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინეით ლამინირებული პანელები შეიძლება პირობითად დავყოთ რამოდენიმე კლასად . ლამინატის კლასი მითითებულია შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში . მასალის მარკირებისას გამოიყენება ორნიშნა ციფრი , პირველი აღნიშნავს ექსპლუატაციურ მიმართულებას , ხოლო მეორე დატვირთვისადმი წინააღმდეგობის გაწევის ხარისხს . უხეშად რომ ფთქვათ , რაც მაღალი რიცხვია , მით მყარია პანელი .
ლამინატი დანიშნულების მიხედვით შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო და საწარმოო მოხმარებისთვის .
21 კლასი
გამოიყენება იატაკის ზედაპირის მოსაპირკეთებლად ბინებში , რომლებშიც ნაკლები მექანიკური დატვირთვაა .
22 კლასი
გამოიყენება ბინებში , მაგრამ ხასიათდება მაღალი გამძლეობით , ვიდრე ზემოთ დასახელებული ვარიანტი .
23 კლასი
ყველაზე გამძლე , სხვა ვარიანტებთან შედარებით . გამოიყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულებით .
31 კლასი
შეგიძლიათ გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო და ასევე საწარმო მიზნებით , როგორც ყველაზე მყარი მასალა .
32 კლასი
კიდევ უფრო მყარი , ვიდრე წინა ვარინტი , ამიტომ მას საწარმო მიზნებით გამოიყენებენ .
33 – 34 კლასი
ასეთ ლამინატს აქვს საუკეთესო მაჩვენებლები , როგორც მექანიკური სიმყარის , ასევე ზემოქმედებიდან თავის დაცვის მაღალი ხარისხის თვალსაზრისით . ის გამოიყენება საწარმოო დანიშნულებით , ქიმიური ობიექტების ჩათვლით .
უნდა გვახსოვდეს , რომ ლამინატის კლასი განსაზვრავს მის ფასს და გამოყენების ვარიანტებს .ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად გავერკვეთ ამ საკითხში .
რეკომენდაციები ლამინატის არჩევისას
ლამინატის გამოყენების დროს ოპტიმალური ვარიანტის მოძებნისას , უნდა გადავწყვიტოთ რიგი საკითხები , რომელთა შორის მთავარია – მასალის გამოყენების მიზანი . აქ შეიძლება გამოვყოთ რამოდენიმე ნიუანსი :
- დაბალი კლსის ლამინატი გამოდგება საძინებელსა და ბავშვის ოთახში . გამტარიანობა აქ დაბალია , ამიტომ ამ ტიპის მასალა საკმარისი იქნება
- შესასვლელის , სამზარეულოს და მისაღები ოთახებისთვის სჯობს გამოვიყენოთ 23 ან 31 კლასი , იმიტომ რომ დატვირთვა ამ ოთახებში მაღალია .
სამზარეულოს ლამინატის შერჩევის დროსყურადღება უნდა მივაქციოთ იმას , თუ რამდენად ეწინააღმდეგება ქიმიური ნივთიერებების და წყლის ზემოქმედებას . ასევე უძლებს თუ არა მექანიკურ ზემოქმედებებს ( დარტყმას , გახვრეტას , გაჭრას )
რაც შეეხება საწარმოებს , უნდა გავითვალისწინოთ ის დატვირთვა , რომელიც ექნება იატაკს . მაგალითად , მაღაზიისთვის აუცილებელია ლამინატს ჰქონდეს დამცავი ფენა , რომელიც მას დაიცავს ცვეთისგან , ხოლო სასაწყობე შენობებისთვის ყურადღება უნდა მიექცეს იატაკის მექანიკურ მდგრადობას .
ლამინატის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ის რომ , რაც უფრო დაბალია კლასი , მით უფრო ხანმოკლეა მისი ექსპლუატაციის დრო . მაგალითად , 21-22 კლასის ლამინატი გემსახურებათ 2-3 წელი , ხოლო 33 კლასი კი 10 -15 წლამდე .
აღსანიშნავია ისიც , რომ ყველაზე ხშირად გამოყენებად ვარიანტებს ( 23 და 32 ) აქვს ფერის და ტექსტურის დიდი არჩევანი .
ლამინატის ფიზიკური გაბარიტები დამოკიდებულია მის კლასზე და განსხვავდება ერთმანეთისგან კლასი თუ მაღალია – პანელი სქელია . ხშირად ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს , მაგრამ ხანდახან ავეჯის დადგმისას საკითხი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი .
ლამინატის არჩევისას მნიშვნელობა ენიჭება მის ფასს . გასაგები მიზეზების გამო , რაც მაღალი იქნება ლამინატის კლასი , მით მეტის გადახდა მოგვიწევს . ზუსტად ამიტომ თუ არ გსურთ თქვენი იუჯეტის გადახარჯვა , მიაქციეთ საკმარისი ყურადღება ლამინირებული პანელის შერჩევას .