ერგონომიულობა ინტერიერში

ერგონომიულობა ინტერიერში

წესები ავეჯის ერგონომიკულად სწორად განლაგებისათვის

ხშირად ზუსტად ვიცით , თუ რა გვინდა იყოს ჩვენს მისაღებში აბაზანასა თუ საძინებელში , მაგრამ არ ვართ დარწმუნებულნი – მოთავსდება თუ არა ეს ყველაფერი მოცემულ სივრცეში . ამის გასაგებად უმჯობესი იქნება , თუ წინასწარ დავგეგმავთ ყველაფერს და ავეჯის ზომებიც წინასწარ გვეცოდინება . სტატიაში გაეცნობით რჩევებს , თუ როგორ განალაგოთ ავეჯი სწორად .

ყველაზე მთავარი წესი ერგონომიკაში მოძრაობის თავისუფლებაა . თქვენ არ უნდა გეშლებოდეთ ხელი გადაადგილებაში . ადამიანი გაუცნობიერებლად ყოველთვის  ეძებს ყველაზე მოკლე გზას  მიზნისკენ . ჩავთვალოთ რომ სახლში ეს გზა შესასვლელიდან აივნამდეა . შესაბამისად ამ პერიმეტრზე ავეჯი ისე უნდა მოთავსდეს , რომ თვქენთვის ყველაზე მოკლე გზა აივნისკენ თავისუფლად გაიაროთ და არცერთი საგანი არ უნდა გიშლიდეთ ხელს . თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ისიც , თუ რამდენად ხშირად გიწევთ აივანზე გასვლა . თუ ეს ხშირად ხდება , მაშინ ეს სავალი ნაწილი უფრო თავისუფალი უნდა იყოს , თუმცა თუ იშვიათად – მაშინ ერგონომიკული მინიმალური სტანდარტის დაცვაც შეიძლება საკმარისი იყოს . ერგონომიკა საჭირო და მნიშვნელოვანი მეცნიერებაა ადამიანის მუშაობისა და მოქმედების დისციპლინაზე , თუმცა უნდა გვითვალისწინოთ , რომ ყველა ადამიანი ინდივიდია და შეიძლება ის , რაც სხვებისთვის კომფორტულია , თქვენთვის სულაც არ იყოს ასე .

ერგონომიულობა ინტერიერში


პირველ რიგში , განვიხილოთ შესასვლელის სიგანე . თუ თქვენ ავეჯსა და კედელს შორის უნდა იმოძრაოთ , მათ შორის მანძილი არ უნდა იყოს 90 სმ-ზე ნაკლები – ასე ორი ადამიანი შეძლებს ჩაუაროს ერთმანეთს . უკიდურეს შემთხვევაში გასავლელის სიგანე 70 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ( ეს არის აუცილებელი ერთი ადამიანის მოძრაობისთვის )

ერგონომიულობა ინტერიერში

თუ საქმე ეხება ადგილს , სადაც ხშირად იქნება მოძრაობა , მაგალითად კორიდორს , კარგი იქნება , თუ თავისუფალი იქნება მინიმუმ 110 სანტიმეტრი , თუმცა გაითვალისწინეთ ჩაშენებული კარადები ან სხვა ავეჯი , რომელთა სიღრმეც , გირჩევთ , რომ არ იყოს დიდი .

ერგონომიულობა ინტერიერში


მისაღებ ოთახში დივანის და და სავარძლების დაშორება ჟურნალების მაგიდასთან მინიმუმ 30 სანტიმეტრი უნდა იყოს , მაქსიმუმ 60 სმ . უფრო დიდი დაშორება აზრს კარგავს , რადგან სავარძლებიდან ჟურნალების მაგიდაზე წვდომა ადგომის გარეშე შეუძლებელი იქნება . ასევე გასათვალისწინებელია – თუ თქვენი დივანი საწოლის ფუნქციასაც ითვისებს , ჟურნალების მაგიდა უსაფრთხოდ და მარტივად უნდა გადააადგილოთ და გაათავისუფლოთ ადგილი .
ასევე მნიშვნელოვანია მანძილი ტელევიზორიდან დივანამდე . თუ ტელევიზორის დიაგონალი 37-ია , მაშინ 180 სმ-ზე ახლოს დაჯდომა არ არის მიზანშეწონილი , ხოლო თუ დიაგონალი 50-ია , ეს მანძილი 250 სმ-მდე იზრდება , თუმცა ახალი ტელევიზორების შემთხვევაში , ახლოს ჯდომა ჯანმთელობისთვის საზიანო არ არის . ასევე კარგი იქნება , თუ დივანის და ტელევიზორის ცენტრები ერთმანეთს დაემთხვევა , და ტელევიზორის თქვენი მხედველობის არეში იქნება და არ მოგიწევთ ზემოთ ყურება .

ერგონომიულობა ინტერიერში

სამზარეულოში გაზის ზედაპირსა და ნიჟარას შორის დაშორება მინიმუმ 50 სმ უნდა იყოს , უკეთეს შემთხვევაში კი – 80 სმ . თუ თქვენ გეგმავთ სამზარეულოში კუნძულის გაკეთებას , მაშინ სამზარეულოს დანარჩენ ნაწილსა და კუნძულს შორის მანძილი 90-120 სმ. შეინარჩუნეთ . მაგიდის კუთხიდან კედლამდე მანძილი არ უნდა იყოს 60-70 სმ-ზე ნაკლები . ეს სივრცე აუცილებელია ადამიანის კომფორტულად მოთავსებისთვის  .

ერგონომიულობა ინტერიერში
ერგონომიულობა ინტერიერში
ერგონომიულობა ინტერიერში
ერგონომიულობა ინტერიერში

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ