შეცდომები დიზაინში
შეცდომები დიზაინში
შეცდომები , რომლებიც ძალიან კარგ დიზაინსაც კი გააფუჭებენ
წარუმატებელი გეგმარება
თუ თქვენ წინასწარ არ გათვლით ზომებს , ზუსტად თუ არა , დაახლოებით მაინც , მაშინ აუცილებლად დადგებით ამ პრობლემის წინაშე . თუ თქვენ მიერ შეძენილი ძვირფასი ავეჯი და ტექნიკა არ მოერგო თქვენს ძალიან კარგი დიზაინის მქონე სახლს , ეს ორი მხარე ერთმანეთს აუცილებლად გააფუჭებს . ასე რომ , ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით .
ცუდად დაგეგმილი ელექტროობა
როზეტებისა და ჩამრთველების როლი თქვენს სახლში იმაზე მნიშვნელოვანია , ვიდრე გგონიათ . ელექტროობაზე დამოკიდებულია ავეჯის გეგმარებაც კი . ასე რომ , სანამ ელეტქროობას გააკეთებთ , მანამდე მოიფიქრეთ და დაგეგმეთ სივრცეს როგორ აითვისებთ . წინასწარ გაკეთებული ელექტროობა , ხშირ შემთხვევაში , პრობლემებს ქმნის ინტერიერის მოწყობისას და შესაძლოა უარის თქმა მოგიწიოთ ჩაფიქრებულ დიზაინზე .
ბუნებრივი მასალების იმიტაცია
მასალების შერჩევა , რა თქმა უნდა , გემოვნების საკითხია , თუმცა მაინც გირჩევთ , რომ შპალერით ან ლინოლეუმით სხვადასხვა ზედაპირების ეფექტების შექმნა დაივიწყოთ და გამოიყენოთ ნამდვილი მასალები . ერთი შეხედვით , შეიძლება ხის ფაქტურის ლინოლეუმი , ან აგურის ფაქტურის შპალერი ლამაზი იყოს , მაგრამ მიახლოების და დაკვირვებისთანავე ისინი ძალიან იაფფასიანად გამოიყურება .
ავეჯის ცუდი გეგმარება
პრობლემებს ხშირად ქმნის არასწორად დაგეგმარებული ავეჯი . მაგალითად , როცა ელექტროობა , საძინებელი სივრცე , კარადები და ტუმბოები 180 სმ. სიგანის მქონე საწოლზეა გათვლილი , თუმცა დაგავიწყდათ გაგეთვალისწინებინათ საწოლის საზურგის ზომა , მისი სრული სიგანე . ასე რომ , თავიდანვე დიდი ყურადღებით მიუდექით ამ საკითხს .
არასაკმარისი სათავსოები
პრობლემას ქმნის სათავსოების ნაკლები რაოდენობა , საბოლოოდ აღმოჩნდება , რომ ადგილი არ გაქვთ ზედმეტი ნივთების შესანახად და გიწევთ მათი გამოჩენა , რაც არეულობის შთაბეჭდილებას ტოვებს . ამიტომ გახსოვდეთ , რომ სათავსო არასდროსაა ზედმეტი .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ