ვიწრო ოთახის დიზაინის საიდუმლო
ვიწრო ოთახის დიზაინის საიდუმლო
წარმატებულად და ესტეთიურად დაპროექტებული , უდაოდ შეიძლება იყოს ნებისმიერი ოთახი , მიუხედავად მისი ზომისა და ფორმისა . მთავარია ვიცოდეთ რამოდენიმე საიდუმლო და გამოვიყენოდ ის პრაქტიკაში , როდესაც საქმე რთულ გეგმარებაზეა .
მგალითად : ფართო , სივრცით სავსე მისაღებ ოთახში ავეჯი კედლის გასწვრივ კი არა , არამედ თანაბრად ფუნქციურად , ჯგუფურად უნდა განლაგდეს იატაკის მთელი ფართის დატვირთვით , რომ მთელი სივრცე ჰარმონიულად გაფორმდეს .
პატარა მყუდრო ოთახი ითხოვს , უფრო მეტ ყურადღებასა და დაფიქრებას ვიდრე სხვა შემთხვევაში . უნდა შეირჩეს ავეჯი ფუნქციურად დატვირთული და კომპაქტური . ასე თუ ისე , დიდს თუ პატარას , ვიწროს თუ განიერს , ყველას თანაბრად სჭირდება ყურადღებით დაგეგმა და განლაგება .
ვიწრო ოთახის ინტერიერის სწორი დიზაინი
ვიწრო ოთახის მოწყობის დროს , ჩდება ორი ძირითადი დავალება , რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს .
პირველი – ვიზუალურად უნდა გაიზარდოს სივრცე .
მეორე – ავეჯი გეგმარებისადმი უფრო სწორად უნდა განლაგდეს .
გავანათოდ ვიწრო ოთახი
იმ შემთხვევაში როდესაც , ვიწრო ოთახი გაფორმებულია არასწორად , იქმნება შეგრძნება სივიწროვისა და სიმჭოდროვის , რომელიც ფიზიკურად იგრძნობა . იმისათვის რომ არ ჩავიდინოთ ” გავრცელებული შეცდომა ” , პირველრიგში უნდა ჩამოვყალიბდეთ ოთახის ფერზე და ოთახში მყობი ნივთებისა და ზედაპირების ფერებზე . უმჯობესია უარი ვთქვათ მუქ ფერებზე და მათ მაგივრად გამოვიყენოთ ღია , ნათელი ფერები .
[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]
გამჭოლი კედლები უმჯობესია ღია ფრად შევღებოთ , ცის ტონში მაგალითად . ზოლო მოკლე კედლები პირიქით , შეიძლება გამოვიყენოთ უფრო თბილი ფერები – რომლებითაც ოთახი ვიზუალურად კვადრატულ ფორმას მიიღებს .
აუცილებლათ უნდა გამოვიყენოთ გადამკვეთი ელემენტები , იმისათვის რომ , სივრცე გრძივი კედლების შორის გამოჩდეს ფართო . ამისათვის უნდა ჩავატაროთ შემდეგი მოქმედება , გამოვიყენოთ ჰორიზონტალური ელემენტები – როგორიც არის მაგალითად ხის კოჭები ჭერზე , იატაკის საფარი ფირფიტები , ჰორიზონტალური ნახატები ნოხზე ან დიაგონალურად დაგებული პარკეტი .
ავეჯი ვიწრო ოთახისთვის ყურადღეებით უნდა შეირჩეს . სავარძელი , დივანი და საწოლი უნდა იყოს ლაკონური ფორმის , კარადა , კომოდი და თაროები უნდა გამოიყოს სარკის დეტალებით , რომ ვიზუალურად მეტი ფართი გამოჩდეს . გასაცურებელი მექანიზმებიანი კარიც ამ შემთხვევაში იდეალურია .
თქვენთვის ალბათ ცნობილია , რომ სარკეები ვიზუალურად აფართოვებენ სივრცეს და ამსუბუქებენ გარემოს . ამ ხერხს ხანდახან იყენებენ , ხანდახან არა , რაც გაუგებარია , იმიტომ რომ ოთახი რომელიც გაფორმებულია სარკის დეტალებით , უფრო სხვანაირი , სადღესასწაულო ფორმა აქვს . აგრეთვე უნდა ავღნიშნოთ რომ , დიდი სარკეების გამოყენება ცოტა საფრთხესთან არის დაკავშირებული , განსაკუთრებით საღამოს საათებში , ამიტომ სარკით გაფორმებას გირჩევთ მხოლოდ მისაღებ ოთახში .
გამოვიყენოთ სინათლე თანაბრად
თანაბარი განათება ოთახში ქმნის სიმყუდროვეს და სიმშვიდეს . სინათლე უპირველესი ფაქტორია , იგი ლამაზი , ფუნქციურია და მთლიანობაში ინტერიერის სრულყოფილებას უწყობს ხელს , ამიტომ ჯერ კიდევ დაპროექტების დროს , აუცილებელია გავთვალოთ რამოდენიმე განათების წყარო , მთავარი და დამატებითი .
დეკორატიული გაფორმება
ვიწრო ოთახისთვის უნდა გამოვიყენოთ ოპტიკური ილუზია . მაგალითად სურათი , პანო , ფოტო რომელსაც ილუსტრირებული გამოსახულება აქვს , თემატური , თანამედროვე ნატურმორტი , არტ – ინსტალაცია , პეიზაჟი გამოხატული პერსპექტივში და ა.შ