ბინის რემონტი
ნოლიდან დაწყებული ბინის რემონტი ახალ აშენებულ სახლში
ახალ აშენებულ სახლში ბევრს ურჩევნია ბინა იყოს მოპირკეთების გარეშე . ასეთი სურვილი განპიროვნებულია ბინის დაბალი ფასით . მფლობელს შანსი ეძლევა ჩაატაროს აუცილებელი სარემონტო სამუშაოები საკუთარი გემოვნებით და ბიუჯეტის გათვალისწინებით .
რა სახის სამუშაოები შეიძლება ჩავატაროთ ახალ ბინაში ?
მთავარი ასპექტი რომელიც უნდა იცოდეს ბინის მფლობელმა , მდგომარეობს იმაში , რომ ნაგებობა დროთა განმავლობაში ” დაჯდება ” , რის გამოც ზედაპირზე გაჩდება ბზარები .
კედლები , იატაკი და ჭერი პირველ წლებში ნელ – ნელა იბზარება . სპეციალისტები გვირჩევენ ძვირადღირებული მასალების ნაცვლად გამოვიყენოთ მათი ხარისხიანი სახეობები , რომლებიც უძლებენ ზარებს .
ახალ ბინაში თავდაპირველათ აუცილებელია შევასრულოთ ყველაზე ხმაურიანი და ჭუჭყიანი სამუშაოები :
- სანტექნიკური მილების მონტაჟი
- ელექტროგაყვანილობის მონტაჟი
- იატაკის მოჭიმვა ( სტიაშკა )
- კედლების ზედაპირის გასწორება
- მოჭიმული ჭერის და თბილი იატაკის მონტაჟი .
ეს სამუშაოები სრულდება ბინის გასაღების ჩაბარების თანავე . ახალ მშენებლობებში პრაქტიკულად არავინ არ ცხოვრობს , ამიტომ მუშაობა მიმდინარეობს ოცდაოთხი საათის რეჟიმში , ისე რომ არ წუხდებიან მეზობლები .
ბინის დაგეგმარება
ბინაში სივრცის იდეალური ორგანიზაცია საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ფართობი რაც შეიძლება უფრო ეფექტურად . ტიხრების ან სხვა ელემენტების დაყენება , კედლების ნგრევა , დამატებითი კარებისთვის ჭრილის გაკეთება – ყველაფერი ეს მოითხოვს სპეციალიზირებულ ორგანოებთან აუცილებელ შეთანხმებას ,
დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს ფუნქციონალური ბინა – სტუდიოები , ასევე ბევრი მესაკუთრე აერთიანებს ოთახს და ლოჯს . ასეთი ბინები გამოდის ძალიან მოდური და თანამედროვე . საცხოვრებელი ფართის და აივნის გაერთიანებისას მოგვიწევს მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებების გატარება მის დასათბობათ .
მოსამზადებელი სამუშაოები
თავდაპირველად მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ ძირითადი მოთხოვნები შენობის მიმართ , განვსაღვროთ ოთახების რაოდენობა და ფუნქციები , დიზაინერულ იდა ფერთა გადაწყვეტილებები .
აუცილებლათ უნდა გავითვალისწინოთ :
- ფინანსური შესაძლებლობები
- რემონტის დრო
- შენობის ” ჯდომის ” პროცესი
- შენობაში შესახლების და ცხოვრების ვარგისიანობის მაჩვენებელი .
დამატებითი სამუშაოების ჩამონათვალი დამოკიდებულია ბინაში შესახლების ვარგისიანობის ხარისხზე . ებში ბინების რეალიზება ხდება თავისუფალი დაგეგმარებით : იქ არ არსებობს ტიხრები და საკომუნიკაციო ქსელი .
მოსამზადებელ ეტაპს მიეკუთვნება შავი სამუშაოები : იატაკის მოჭიმვა , ზედაპირის გასწორება ტიხრების მომზადება და ხმის საიზოლაციო სამუშაოები , იმ შემთხვევაში თუ ბინის მეპატრონეს არ სურს უსმინოს ხმაურიან მეზობლებს .
სწორად ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისთვის რეკომენდირებულია გავითვალისწინოთ განსაზღვრული რეკომენდაციები . თუ რომელიმე ეტაპი არ არის დაგეგმილი ან საერთოდ არ არსებობს , მისიგამოყენების აუცილებლობა , მაშინ შესაძლებელია ბრალოდ , ამოვიღოთ ეს პუნქტი და გადავიდეთ შემდეგზე .
თანამიმდევრული ინსტრუქცია :
- რემონტი უნდა დავიწყოთ დროებითი უნიტაზის მონტაჟით . გარკვეული დროის შემდეგ ის შეიცლება ახლით , მაშინ როცა დამონტაჟდება ნიჟარა , აბაზანა , საშხაპე .
- ტიხრების მონტაჟი და დემონტაჟი . ამისთვის სასურველია პენობლოკის ან აგურის გამოყენება , ხოლო ის რაც მომავალში მოპირკეთდება უნდა იყოს თაბაშირ მუყაოსი .
- პერფორატორის საშუაელბით ზედაპირებზე ლექტრო გაყვანილობისთვის ღარების გათხრა
- ელექტროგაყვანილობის სამუშაეობი . ელექტრო სადენი უნდა გავიყვანოთ ყველა ოთახში , სადაც საჭიროა ელექტროობა , შემდეგ მავთულები უნდა შევუერთოთ დამცავს .
- საკომუნიკაციო სისტემის მონტაჟი . ხარისხიანი პლასტიკატის მილების გაყვანა სამზარეულოში და აბაზანაში . თავიდან რო ავიცილოთ არასასიამოვნო სუნი საკანალიზაციო სისტემიდან მ აუცილებელია სპეციალური ჩამკეტების გამოყენება . ისინი საჭიროა იმ პირობით თუ კომუნიკაციების მიერთება მოხდება .
- წყალგაყვანილობის სისტემაზე მუშაობა : თავდაპირველად გაყავთ ცივი წყალი , შემდეგ ცხელი წყალი აბაზანასა და სამზარეულოში .
- სავენტილაციო ხვრელების სპეციალური ბადეებით აღწურვა .
- კედლების ზედაპირის ლესვა .
- კარებების და ფანჯრების გვერდების დამუშავება ( ” ატკოსები” -ს გამოყვანა )
- მილებისა და რადიატორების სპეციალური ხსნარით დამუშავება და მიერთება გათობის სისტემასთან .
- კარკასული კონსტრუქციების შეკვრა ნიშებისთვის და კარადებისთვის .
- კარებების მონტაჟი .
- აბაზანაში ჰიდროიზოლაციის შექმნა .
- კედლებისა და იატაკების მოპირკეთება სანკვანძებში . ნიჟარისა და საშხაპის მონტაჟი აბაზანაში .
- დანარჩენი ოთახებში თბოიზოლაციის სამუშაოების ჩატარება .
- ჭერის მონტაჟი და მოპირკეთება .
- კედლების დაშპაკვლა .
- შიდა კარების მონტაჟი .
- ჩამრთველების და შტეფცელების მონტაჟი . დეკორატიულ იდა მოსაპიკეთებელ ისამუშაოები : შპალერის გაკვრა , პლინტუსების მიმაგრება .
- ბინის რემონტის ნულიდან დაწყება მოითხოვს განსაზღვრულ ცოდნას , გამოცდილებას და მოხერხებულობას .ამიტომ რეკომენდირებულია მივმართოთ პროფესიონალებს . უფრო მეტი დანახარჯი აქვს იმ შემთხვევას როცა რემონტს აკეთებს არაპროფესიონალი . უნდა მიმართოთ გამოცდილ კომპანიებს . გაიზიარეთ მეგობრებისა და ახლობლების გამოცდილება ამ საქმეში .