ვსწავლობთ კედელზე ხატვას
ვსწავლობთ კედელზე ხატვას
შესაძლებელია , თქვენ ხვდებით ისეთ სიტუაციაში , როცა გინდათ მიცეთ ოთახს რაგაც ახალი , მაგრამ ხართ შეზღუდული ბიუჯეტში და არ გინდათ დაიხარჯოთ კედლების მთლიანად გადაღებვაში .
თუ თქვენ ხართ ესეთ სიტუაციაში ეხლა – არ იჩქაროთ ფარხმალის დაყრა – საკმარისია ოპტიმისტური მიდგომა და ცოტაოდენი მონდომება , რომ გააკეთოთ თქვენი ხელებით ნახატი კედელზე . რათქმაუნდა ეს გადაწყვეტილება არ გამოდგება თქვენი სახლის ყველა ოთახისთვის . ამიტომ აზრი აქვს ამ მეთოდის გამოყენებას ზომიერად და გონივრულად .
მასტერკლასი N1 : ხის ნახატი კედელზე
ყველაზე თვალნათელი ხერხი კედელზე ნახატის დახატვის არის – დახატვა და გაფერადება . ამისთვის დაგჭირდებათ :
- უბრალო ფანქარი
- საღებავი
- წვრილი ფუნჯი
გააკეთეთ თვენი სურათის მონახაზი ფურცელზე ან იპოვეთ იგი ინტერნეტში . მაგალითად , ასეთი ხე შეიძლება გახდეს შესანიშნავი გაფორმება ბავშვის ოთახისთვის
შემდეგ გადაიტანეთ თქვენი ნახატი კედელზე ფანქრის საშუალებით .
ამის შემდეგ გჭირდებათ მხოლოდ ნახატის გაფერადება . მთლიანი სამუშაო არ წაგართმევთ ორ – სამ საათზე მეტს .
იმის შემდეგ, რაც დაასრულებთ და საღებავი გაშრება, საშლელით წაშალეთ ფანქრის ნაკვალები, სადაც ეს საჭიროა .
მასტერკალსაი N2 – პროექტორის გამოყენება
თუ თქვენ კარგათ არ გეხერხებათ ხატვა – ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ პროექტორი. მისი გამოყენება არა მარტო მოგცემთ საშუალებას გაგიმარტივდეთ და სწრაფათ შეასრულოთ პროცესი , არამედ დახატოთ ყველაზე რთული ნახატებიც კი. იპოვეთ შესაბამისი სურათი ინტერნეტში ან დახატეთ ნახატი ქაღალდზე და დაასკანერეთ. ოთახში სინათლე ოდნავ დაწიეთ, მიმართეთ თქვენი გამოსახულება პროექტორით კედელზე, რომელიც არჩეული გაქვთ დასახატათ.
ამის შემდეგ უბრალოდ ფუნჯით შემოავლეთ ნახატი , საჭირო ფერის საღებავის გამოყენებით . იმისთვის რომ , კედელზე გამოვსახოთ ესეთი არყის ხეები . დაგჭირდებათ საღებავის ორი სხვადასხვა ტონალობა, კედლის ფერზე მუქი .
მასტერკლასი N3
შეიძლება გაცილებით რთული ნახატის გაკეთებაც . ამისთვის საჭიროა ეგრეთწოდებული “გაფერადება ნომრების მიხედვით” – ასეთი რამის შეძენა შესაძლებელია მაღაზიებში, გადმოწერა ინტერნეტიდან ან შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენთვითონ : არსებობს სპეციალური პროგრამები , რომლებიც ნებისმიერი სურათისგან ქმნიან ესეთ მოზაიკას.
როცა თქვენ აირჩეული გაქვთ სურათი და პალიტრა , ფანქრის და პროექტორის საშუალებით ნახატზე შემოავლეთ კონტური , ხოლო შემდეგ გააფერადეთ ნომრების მიხედვით.