იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

როგორ მოვაწყოთ პატარა

როგორ მოვაწყოთ პატარა აბაზანა , რომ გამოიყურებოდეს გლამურულად

აბაზანა არის ერთ – ერთი ფუნქციონალური სივრცე სახლში , მაგრამ ის ყველაზე ხშირად შეიძლება იყოს ერთ – ერთი ყველაზე პატარა , შეზღუდული სივრცის არსებობის შემთხვევაში , სახლის მფლობელები მკაცრი გამოწვევების წინაშე დგებიან ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად , რომ გონივრულად გააერთიანონ პრაქტიკულობა და გლამურული დიზაინი .

 პატარა აბაზანას რეალურად საოცრად სასიამოვნო და პრაქტიკული უპირატესობები აქვს .

სტილის მიხედვით : პატარა აბაზანა უფრო მარტივად გადაიქცევა ინტიმურ და მყუდრო ადგილად , სადაც ისიამოვნებთ და დაისვენებთ , დღისით ან ღამით.

ბიუჯეტის მიხედვით : პატარა აბაზანისთვის საჭიროა ნაკლები ნივთები, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მოსაპირკეთებელი ხარჯები .

მიზნის მიხედვით : შეზღუდული სივრცე ხელს შეუშლის ზედმეტ არეულობას .

აქ მოცემულია რამდენიმე ღირებული იდეა და რჩევა იმის შესახებ , თუ როგორ უნდა გაბრწყინდეს თქვენი პატარა აბაზანა გლამურითა და კომფორტით .

აბაზანის ავეჯი

 როდესაც შეზღუდულ სივრცესთან გვაქვს საქმე , გონივრულად უნდა აირჩიოთ აუცილებელი ავეჯის ნივთები . არჩევანი ძირითადად დამოკიდებულია იმაზე , თუ როგორ უნდა მივაღწიოთ მაქსიმალურ ფუნქციონირებას , მიმზიდველად შენიღბული დიზაინის გადაწყვეტილებების მიღმა . თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიაღწიოთ ამას , რომელიც არა მხოლოდ ფუნქციონალური , კომპაქტური და პრაქტიკულია , არამედ მოდური და თანამედროვეცაა .

აბაზანის ავეჯის დიზაინის თანამედროვე ტენდენციები გამოირჩევა დამოუკიდებლად მყოფი დასაბანი ნიჟარებით , ის ელეგანტურად გამოიყურება და შესანახი სივრცისთვის მეტ ადგილს იძლევა . მოერიდეთ დიდ ნივთებს , ეს სივრცეს უფრო პატარას გამოაჩენს და ვერ უზრუნველჰყოფს მეტ ფუნქციონირებას . თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა , ისარგებლეთ სხვა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით 21-ე საუკუნის მდიდრული აბაზანისთვის , როგორიცაა თეთრეულისა და მოსასხამების გამათბობელი უჯრები , ან მაცივრები კარადების ქვეშ , სპეციალური კოსმეტიკური ან სამკურნალო საშუალებების შესანახად .

განათება

განათება მთავარი ფაქტორია თქვენი პატარა აბაზანისთვის . კარგად განათებული აბაზანა კარგად აჩვენებს ყველა გამორჩეულ ნივთს და უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომპორტს .

პატარა სააბაზანოშიც კი არის ცალკეული ადგილები , სადაც საჭიროა სხვადასხვა განათებები . ხოლო სველი ადგილი ნაკლებ განათებას მოითხოვს.

ჭერზე დამონტაჟებული ჩაღრმავებული განათება საჭიროა ოთახის ზოგადი განათების უზრუნველსაყოფად . ასევე განათების მოდელების უმეტესობა საშუალებას იძლევა სხვადასხვა მიმართულებით ფოკუსირება მოახდინოს სხვადასხვა უბნებზე , რათა უკეთ გამოიკვეთოს ის . თუ საკმარისი სივრცეა , დაამატეთ ელეგანტური ჭაღი აბაზანის თავზე . ასევე შესაძლებელია განათების დამატება კარადების ქვეშ იატაკების გასანათებისა და ხაზგასმისთვის . გამოიყენეთ უფრო დიდი და მეტი სარკკეები სინათლის არეკვლისთვის . ასევე აბაზანის დიზაინის თანამედროვე ტენდენციაა სარკეები უკანა განათებით . სადაც ეს შესაძლებელია , მიაწოდეთ ბუნებრივი განათება ფანჯრების საშუალებით .

ფერები

თქვენ მიერ არჩეული ინტერიერის დიზაინის სტილის მიუხედავად , თქვენი პატარა აბაზანა პასტელურ ტონებში ვიზუალურად უფრო კაშკაშა და ფართო გამოჩნდება , ვიდრე მუქი ფერის პალიტრებში . მსუბუქი ტონები ასევე უზრუნველჰყოფს აბაზანის სუფთა და ახალ იერსახეს , ისევე როგორც სასიამოვნო და ელეგანტური გარემო .

შეუთავსეთ ფერები , კედლებისთვის ფონად აიღეთ ერთი ფერის ტონი და გამოყავით ერთი კედელი ,  რომელიც იქნება მხატვრული ,  კონტრასტული ფერით ან მასალით . მხატვრული კედელი წარმოქმნის შთამბეჭდავ ეფექტს . გაიცანით ფერები , არა მხოლოდ საღებავის , არამედ მასალების საშუალებითაც . ისარგებლეთ ფერების , ფილების , ბუნებრივი მასალების , მეტალის ფართო არჩევანით .

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ