შავი ფერი
შავი ფერი
შავი ფერი , მეტალი და დაძველებული აგური
ჩვენ მიჩვეულნი ვართ , რომ დიდი ოჯახის სახლების ინტერიერები ხშირ შემთხვევაში ნათელია , ბავშვების ოთახები ღია ვარდისფერ ან ცისფერ ფერებში გადაწყვეტილი . თუმცა ამ სტერეოტიპს სტატიაში წარმოდგენილი სახლი დაამსხვრევს .
ოჯახს , სადაც ორი ბავშვი და მშობლები ცხოვრობენ , უნდოდა მაქსიმალურად ორიგინალური დეტალები ყოფილიყო ინტერიერში : აგურის კედლები , ხის ჭერები და იატაკები , ქვის ზედაპირები … სახლის ყველაზე საინტერესო ნაწილს მის ცენტრში მდებარი ცხრამეტრიანი კედელი წარმოადგენს , რომელიც ინტერიერს ორ ზონად ყოფს . 3 სართული ერთმანეთთან კიბითაა დაკავშირებული .
ავეჯის დიდი ნაწილი შავი ფერისაა , განსაკუთრებით ეს ფერი სამზარეულოში ჭარბობს , სადაც სხვა ფერის არცერთი ტონი არ არის გამოყენებული . ამ მუქ ინტერიერში ცოცხალი ფერების შემოტანა დიზაინერმა მცენარეებით მოახერხა .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ